A$AP Rocky აანონსებს ახალ ტრეკს, რომლის სახელწოდებაა Tailor Swif

რეპერის შემდეგი ალბომი Don’t Be Dumb შემოდგომაზე გამოვა.
Vittorio Zunino Celotto/Getty Images

A$AP Rocky-მ ალბომ  Don’t Be Dumb-ის გამოცემა გადადო, თუმცა რეპერი ახალი სინგლის გამოქვეყნებას აანონსებს.

მუსიკოსმა სოციალური ქსელის მეშვეობით მსმენელებს აუწყა, რომ მისი სინგლი Tailor Swif 30 აგვისტოს გამოვა. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში ეს სინგლი ადრე არაოფიციალურად გავრცელდა. მართალია, სიმღერას ტეილორ სვიფტის სახელი ჰქვია, თუმცა პოპვარსკვლავთან კომპოზიციას ამის გარდა სხვა არაფერი აკავშირებს. 

სიმღერის ოფიციალურად დაანონსებასთან ერთად, რეპერმა მსმენელს TikTok-ზე კლიპიდან 10-წამიანი თიზერიც გაუზიარა, რომელიც უკრაინაშია გადაღებული.  

რეპერის თაყვანისმცემლები ახალი სიმღერის გამოცემას აღფრთოვანებით შეხვდნენ. სვიფტის ფანები კი სულაც არ არიან ბედნიერები იმით, რომ რეპერმა მომღერლის სახელის ვარიაცია თავისი ახალი ჩანაწერის სათაურად გამოიყენა. „ყველა კაცს ტეილორ სვიფტთან დაპირისპირება რატომ უნდა? უცნაურია,” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში. 

Tailor Swif-თან დაკავშირებით A$AP Rocky-ს დიდი ისტორია აქვს. რეპერმა ჩანაწერი პირველად 2022 წლის ივლისში წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ სიმღერა და მისი ვიზუალი ინტერნეტში ავტორის სურვილის საწინააღმდეგოდ გავრცელდა. 

როგორც ჩანს, A$AP Rocky სიმღერის ახალ ალბომში ჩასმას ერიდებოდა, თუმცა მოგვიანებით არტისტმა აზრი შეიცვალა და მალე სინგლი სტრიმინგ პლატფორმებზე ოფიციალურად განთავსდება. 

„ის [სიმღერა] ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თუ ახალ ალბომში შევა,” – აღნიშნა რეპერმა Apple Music-თან საუბრისას. როგორც არტისტმა თქვა, თუ სიმღერა ინტერნეტში არაოფიციალურად ხვდება, მისი ალბომში ჩასმა აღარ სურს, რადგან პროექტის ნაწილად ვეღარ ხედავს. „შესაძლოა, სცენაზე შევასრულო, თუმცა თუ ის ინტერნეტში მოხვდა, ესე იგი ის უკვე გამოვიდა,” – განმარტა A$AP Rocky-მ.

Don’t Be Dumb 30 აგვისტოს უნდა გამოცემულიყო, თუმცა თარიღი შეიცვალა და ალბომი შემოდგომაზე გამოვა. გამოცემის ზუსტი დრო ამ ეტაპზე არ დასახელებულა. Billboard-ის სექტემბრის ნომრის მთავარ ინტერვიუში რეპერმა ახალი ალბომის აღწერისას აღნიშნა, რომ გერმანული ექსპრესიონიზმის კვლევას აგრძელებს. მისი თქმით, „ის გერმანულ ექსპრესიონიზმს გეტოს ფუტურიზმთან აერთიანებს”. 

ცოტა ხნის წინ A$AP Rocky-მ სინგლზე Highjack-ზე შექმნილი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. ტრეკმა Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში 89-ე ადგილი დაიკავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA-ს გამომწერმა მათემატიკის დავალების შესრულებაში დახმარება სთხოვა

შემდეგი სტატია

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree თბილისში 1-ელ სექტემბერს კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი