ცნობილი დირიჟორი კლაუდიო ვანდელი წინანდლის ფესტივალზე თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარდგება

ვანდელი საქართველოს ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე ეწვია და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რეპეტიციები გამართა.
კლაუდიო ვანდელი

2 სექტემბერს წინანდლის ფესტივალის სცენაზე ცნობილი კანადელი პიანისტი ბრუს ლიუ და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ცნობილ დირიჟორ, კლაუდიო ვანდელისთან ერთად წარდგება. ვანდელი მსოფლიო მასშტაბით არაერთ ცნობილ ორკესტრთან თანამშრომლობს. 2020 წლიდან ის Würth-ის ფილარმონიის მთავარი დირიჟორია. 

ვანდელი საქართველოს წინანდლის ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე ეწვია და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რეპეტიციები გამართა. 

კლაუდიო ვანდელი

Billboard Georgia-სთან საუბრისას კლაუდიო ვანდელიმ ფესტივალისათვის მზადების პროცესზე ისაუბრა. 

„მოხარული ვარ, რომ თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ორკესტრის დამფუძნებელი მაესტრო მირიან ხუხუნაიშვილი ჩემი კარგი მეგობარია და მიხარია, რომ წელს წინანდლის ფესტივალზე ამ ორკესტრთან ერთად წარვდგები. წინანდლის ფესტივალი ამ რეგიონში ახალი მოვლენაა. ეს არის შემთხვევა, როცა ფესტივალი კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებს აერთიანებს. მასთან ერთად კი ფესტივალმა ჩამოაყალიბა პანკავკასიური ორკესტრი, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებისაგან შედგება. ფესტივალის ფარგლებში მათ შეუძლიათ, დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღონ,” – აღნიშნავს კლაუდიო ვანდელი. 

წინანდლის ფესტივალი  31 აგვისტოს გაიხსნება და 8 სექტემბერს დაიხურება.

ფესტივალის პრიგრამის შესახებ დეტალებისათვის ეწვიეთ ბმულს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

CIA-ს ინფორმაციით, ტეილორ სვიფტის ვენის კონცერტზე დაგეგმილ ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილები ათიათასობით ადამიანის მოკვლას აპირებდნენ

შემდეგი სტატია

SZA-ს გამომწერმა მათემატიკის დავალების შესრულებაში დახმარება სთხოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი