A$AP Rocky-ს ახალ კლიპში ფილმ „მიმინოს” კადრია გაცოცხლებული

მუსიკალური ვიდეო კიევშია გადაღებული და მასზე საპროდუქციო კომპანია Shelter Film-მა იმუშავა, რომლის ხელმძღვანელი ქართველი ალბერტ ზურაშვილია.
A$AP Rocky – Tailor Swif

ახლახან რეპერმა A$AP Rocky-მ ახალი მუსიკალური ვიდეო – Tailor Swif წარადგინა. ვიდეო უკრაინაშია გადაღებული. 

ვიდეოს ერთ-ერთ სცენაში ქართველი რეჟისორის, გიორგი დანელიას ფილმის, „მიმინოს” ცნობილი კადრია გაცოცხლებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კლიპზე საპროდუქციო კომპანია Shelter Film-მა იმუშავა, რომლის ხელმძღვანელი ქართველი ალბერტ ზურაშვილია. როგორც Billboard Georgia-სთვის გახდა ცნობილი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ Shelter Film შემოქმედებით გუნდთან ერთად საქართველოში გადმოვიდა და საერთაშორისო ბაზარზე აქედან ოპერირებს.

რაც შეეხება A$AP Rocky-ს ნამუშევარს, აღსანიშნავია, რომ სინგლი Tailor Swif ინტერნეტში ადრე არაოფიციალურად გავრცელდა, რის გამოც რეპერი ტრეკის გამოშვებისაგან თავს იკავებდა. მართალია, სიმღერას ტეილორ სვიფტის სახელი ჰქვია, თუმცა პოპ-ვარსკვლავთან კომპოზიციას ამის გარდა სხვა არაფერი აკავშირებს. 

მსმენელები დიდი ინტერესით ელიან A$AP Rocky-ს დაანონსებულ ალბომსაც. Don’t Be Dumb 30 აგვისტოს უნდა გამოცემულიყო, თუმცა თარიღი შეიცვალა და ალბომი შემოდგომაზე გამოვა. გამოცემის ზუსტი დრო ამ ეტაპზე არ დასახელებულა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნინი ბრეგვაძემ ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

ჰეილი ბიბერი 2023 წლის 12 მარტს ბევერლი ჰილზში, ოსკარის წვეულებაზე Amy Sussman/Getty Images

ჰეილი ბიბერი დედის ამპლუაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი