LL Cool J ათ წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება

ალბომი ასევე ეძღვნება ლეიბლ Def Jam Records-ს, სადაც LL Cool J-მ მუსიკალური კარიერა დაიწყო
LL Cool J Chris Parsons
LL Cool J
Chris Parsons

LL Cool J ახალი, მეთოთხმეტე სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 6 სექტემბერს თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნდება. წარმოშობით ლონგ აილენდიდან და ქუინსში გაზრდილი რეპერი ბოლო დროს მსახიობობასა და წამყვანობაზე იყო ორიენტირებული.

ჟურნალ  E! News-სთან ინტერვიუში არტისტმა ალბომის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და დასძინა, რომ ლოდინად ეს ყოველივე ნამდვილად ღირდა.

LL Cool J-მ განმარტა: „არ მინდოდა გულშემატკივრის მოტყუება, მსურდა, მათ ნამდვილი LL Cool J-ს ალბომი ჰქონოდათ. ეს პროექტი ძირითადად ხალხსა და კულტურულ გავლენებზეა.”

აღსანიშნავია, რომ არტისტისთვის ეს ალბომი განსაკუთრებულია, რადგან ის ლეიბლ Def Jam Records-ის 40 წლის იუბილესაც ეძღვნება. LL Cool J-მ 16 წლის ასაკში მუსიკალური კარიერა სწორედ აქ დაიწყო.

მუსიკოსმა გაიხსენა ძველი პერიოდი, რომელიც Def Jam Records-ში გაატარა, სადაც თითქმის ყოველდღე მიჰქონდა თავისი ჩანაწერების დემო ვერსიები, სანამ ბოლოს და ბოლოს არ მოუსმინეს. 40 წლის შემდეგ კი ამავე ლეიბლზე არტისტი ახალ ალბომს გამოუშვებს, რომლის სახელწოდებაა The Force .

2013 წლის ალბომ Authentic-ის გამოცემის შემდეგ ეს რეპერის პირველი სტუდიური ალბომია. The Force-ში ლეგენდარული რეპერი ისეთ არტისტებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან Eminem, Snoop Dogg, Nas, Busta Rhymes და Rick Ross. 

ცალკე აღსანიშნავია LL Cool J-სა და Eminem-ის დიდი ხნის ნანატრი თანამშრომლობა ტრეკზე Murdergram Deux, რომელიც ალბომის გამოცემამდე გამოქვეყნდა.

მოისმინეთ  LL Cool J-ს ახალი ალბომი The Force:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„კოლხეთი” – ნატალია ნაყოფია ახალ სიმღერას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

Medici.tv სოციალურ ქსელში წინანდლის ფესტივალის კონცერტის ფრაგმენტს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი