შვიდი წლის შემდეგ პირველად Nick Cave & The Bad Seeds  ჩრდილოამერიკულ ტურნეს აანონსებს

ტურნეს ზოგიერთ შოუში ბენდს ამერიკელი გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი St. Vincent შეუერთდება
Nick Cave & the Bad Seeds Tino Vacca
Nick Cave & the Bad Seeds
Tino Vacca

Nick Cave & The Bad Seeds 2025 წლის ჩრდილოამერიკულ  ტურნეს აანონსებს. ეს 2018 წლის შემდეგ მათი პირველი ტურნეა. უახლესი ალბომის, Wild God-ის მხარდასაჭერი ტურნე ბოსტონში 15 აპრილს დაიწყება და ისეთ ქალაქებს მოივლის როგორიცაა: ბრუკლინი, ჩიკაგო, ტორონტო, სან-ფრანცისკო და სხვა.

ნიკ ქეივისა და უორენ ელისის პროდიუსერობით გამოსულ ალბომში Wild God ლუის ალმაუს და  Radiohead-ის ბას-გიტარისტ კოლინ გრინვუდის წვლილიცაა შესული. გრინვუდი ტურნეს განმავლობაში დიდ ბრიტანეთში და ევროპაში ბენდის ბასისტიც იყო, რადგან მარტინ კეისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ტურნეში მონაწილეობას ვერ იღებდა.

ნიკ ქეივმა ალბომის შესახებ თქვა: „იმედი მაქვს, ალბომი ისეთივე გავლენას მოახდენს მსმენელზე, როგორც ეს ჩემ შემთხვევაში მოხდა. ეს საკმაოდ რთული ჩანაწერია, მაგრამ ამავე დროს ღრმა და მხიარული.“

აღსანიშნავია, რომ ბოსტონსა და ბრუკლინში სპეციალური სტუმრის სტატუსით ტურნეს ამერიკელი გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი St. Vincent შეუერთდება. მისი უახლესი ალბომი All Born Screaming ბილბორდ 200-ში 86-ე ადგილზეა. არტისტის 2021 წლის ალბომმა Daddy’s Home კი ბილბორდ 200-ში მე-16 ადგილი დაიკავა.

„როცა ჩანაწერზე ვმუშაობთ, არ არსებობს გენერალური გეგმა. ეს ჩანაწერი მწერლებისა და მუსიკოსების ემოციურ მდგომარეობას ასახავს. ალბომში Wild God, იგრძნობა რომ ჩვენ ბედნიერები ვართ.“ – ამბობს ალბომის შესახებ ნიკ ქეივი.

Nick Cave & The Bad Seeds-ის 2025 წლის ჩრდილოამერიკული ტურნეს ბილეთების წინასწარი გაყიდვა 10 სექტემბერს დაიწყება. დამატებითი დეტალების სანახავად კი ეწვიეთ ბმულს.

ნახეთ Nick Cave & The Bad Seeds 2025-ის ჩრდილოეთ ამერიკის ტურის თარიღები:

15 აპრილი – Agganis Arena, ბოსტონი, MA (St. Vincent-თან ერთად)

17 აპრილი – Barclays Center, ბრუკლინი, ნიუ-იორკი (St. Vincent-თან ერთად)

19 აპრილი — Masonic Temple, დეტროიტი, 

21 აპრილი – The Anthem ვაშინგტონი, 

23 აპრილი – Meridian Hall, ტორონტო, 

24 აპრილი – Place Bell, მონრეალი, 

26 აპრილი – The Met, ფილადელფია, 

28 აპრილი –  The Salt Shed, ჩიკაგო, 

29 აპრილი –  The Salt Shed, ჩიკაგო, 

30 აპრილი – მილერის თეატრი, მილუოკი

2 მაისი – Palace Theatre, კოლუმბუსი,  ოჰაიოს შტატი

4 მაისი – The Armory, მინეაპოლისი 

5 მაისი — Kansas City Music Hall, კანზას-სიტი 

7 მაისი – Mission Ballroom, დენვერი

10 მაისი – Theater of the Clouds, პორტლენდი,

11 მაისი — დედოფალ ელიზაბეტის სახელობის თეატრი, ვანკუვერი

12 მაისი – The Paramount-ის თეატრი, სიეტლი, ვაშინგტონი

14 მაისი – Bill Graham Civic Auditorium, სან ფრანცისკო 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Oasis-ის ალბომი Definitely Maybe გამოცემიდან 30 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში ლიდერ პოზიციებზე დაბრუნდა

შემდეგი სტატია

ქართული ბენდი Psychonaut 4 მექსიკაში მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიუს სპრინგსტინი - 2024 წლის 18 ივლისი, სტოკჰოლმი Iwi Onodera/Redferns

ბრიუს სპრინგსტინი გამოსამშვიდობებელი ტურნეს შესახებ ჭორებს უარყოფს – „ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ”

„რას ვემშვიდობებით, როცა ათასობით გულშემატკივარს შენი ნახვა უხარია?“ - განუცხადა ბრიუს სპრინგსტინმა ფილადელფიაში შეკრებილ აუდიტორიას.
მეტი
ტეილორ სვიფტი Eras ტურნეზე, 2024 წლის 21 ივნისი ლონდონი, უემბლის სტადიონი. ფოტო: კევინ მაზური

უემბლის სტადიონმა ტეილორ სვიფტს Eras ტურნეს აღსანიშნავად სპეციალურად მისთვის დამზადებული გიტარა აჩუქა

პოპ-ვარსკვლავი პირველი სოლო არტისტია, ვინც უემბლის სტადიონზე ტურნეს განმავლობაში რვაჯერ წარდგა სცენაზე
მეტი
ტეილორ სვიფტი The Eras Tour-ის ფარგლებში ამსტერდამში, იოჰან კრუიფ არენაზე, 2024 წლის 5 ივლისი. ფოტო: ადლარა ზარაოა/ Getty Images TAS Rights Management

ტეილორ სვიფტმა სიმღერა imgonnagetyouback ცოცხალი შესრულების დროს პირველად იმღერა

ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში შესული სიმღერა imgonnagetyouback ცოცხლად პირველად ამსტერდამში ჩატარებული კონცერტის დროს შესრულდა
მეტი