The Weeknd-ახალ სინგლს აანონსებს

სინგლის Dancing in the Flames-ის დებიუტი პარასკევს, iPhone 16 Pro-ზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად შედგება
The Weeknd Courtesy of Apple
The Weeknd
Courtesy of Apple

The Weeknd-ის ახალი ალბომი Hurry Up Tomorrow მალე გამოვა. არტისტმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ ალბომის პირველი და მთავარი სინგლი, Dancing in the Flames, პარასკევს გამოქვეყნდება.

The Weeknd-მა პირველად სინგლი სან-პაულუში, სპეციალურ შოუში შეასრულა. არტისტმა ასევე ითანამშრომლა ქავერ არტისტ Playboi Carti-სთან, რომელმაც ახლახან მოიპოვა Billboard-ის წლის საუკეთესო არტისტის ჯილდო R&B Hip-Hop Power Players ღონისძიებაზე, ასევე ბრაზილიელ ვარსკვლავ ანიტასთან. The Weeknd-ის ალბომების,  After Hours-ის და Dawn FM-ის ტრილოგიის მესამე და ბოლო ნაწილია ალბომი Hurry Up Tomorrow, რომლის გამოსვლაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

სასცენო სახელი The Weeknd – აბელ ტესფაის ეკუთვნის. მისი სინგლის დებიუტი პარასკევს, Apple-ის iPhone 16 Pro-ზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად შედგება.

ვიდეოს კინემატოგრაფისტმა ერიკ ჰენრიკსონმა აღნიშნა, რომ 4K-ში გადაღებული შენელებული კადრები, 120 კადრი წამში, საოცარ გამომსახველობას იძლევა, რისი კარგი მაგალითიც არის კლიპის ეპიზოდი, რა დროსაც The Weeknd წვიმაში დადის. 

ვიდეოს რეჟისორი ანტონ ტიმია, რომელიც ასევე მუშაობდა The Weeknd-ის ცნობილ ვიდეოებზე Blinding Lights და Heartless.

იხილეთ The Weeknd-ის მუსიკალური ვიდეოს Dancing in the Flames-ის ეპიზოდი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2024 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებას ემინემი გახსნის

შემდეგი სტატია

Oasis-ის ალბომი Definitely Maybe გამოცემიდან 30 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში ლიდერ პოზიციებზე დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი