„ბეთჰოვენფესტის” ფარგლებში გიორგი გიგაშვილმა და ნინი ნუცუბიძემ ბონში კონცერტი გამართეს

კონცერტი პირდაპირი ეთერით ფესტივალის იუთუბ გვერდზე გადაიცემოდა: ნახეთ ვიდეო.

გიორგი გიგაშვილმა და ნინი ნუცუბიძემ გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კლასიკური მუსიკის ფესტივალში, „ბეთჰოვენფესტში” მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში ქართველმა მუსიკოსებმა ბონში კონცერტი გამართეს, რომელიც პირდაპირი ეთერით „ბეთჰოვენფესტის” იუთუბ არხზე გადაიცემოდა. 

„თანამედროვე საფორტეპიანო მუსიკასთან შერწყმული ქართული პოპსიმღერები: გიორგი გიგაშვილმა და ნინი ნუცუბიძემ „ბეთჰოვენფესტის” აუდიტორია ინტიმური კონცერტით მოხიბლეს,” – ვკითხულობთ კონცერტის აღწერაში.

„გიორგი გიგაშვილი მომნუსხველი პიანისტია, რომელიც კვეთს საზღვრებს თბილისის ღამის კლუბებსა და საერთაშორისო საკონცერტო სცენებს შორის. თავის გზას ის სხვადასხვა მუსიკალურ სამყაროში ეძებს. ნინი ნუცუბიძე კი მისი კოლეგა და დიდი ხნის პარტნიორია, რომელიც მასთან ერთად წარდგა თავისი ხავერდოვანი, ხრინწიანი ხმით.”

კონცერტზე, თავისთავად, შესრულდა ბეთჰოვენის საფორტეპიანო სონატა. გიორგი გიგაშვილმა ასევე დაუკრა სხვა კლასიკოსების ნაწარმოებებიც: შოპენი, ბრამსი, რაველი, შუმანი, სკარლატი და პროკოფიევი. გარდა ამისა, ქართველმა მუსიკოსებმა საერთაშორისო აუდიტორიას ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებაც გააცნეს. შესრულდა ინოლა გურგულიას, გიორგი ცაბაძის, გია ყანჩელის სიმღერები, ასევე ქართული ხალხური შემოქმედება და თავად გიორგი გიგაშვილის იმპროვიზაცია. 

ბონის „ბეთჰოვენფესტი” გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური კლასიკური მუსიკის ფესტივალია. სწორედ ბონში დაიბადა და გაიზარდა ბეთჰოვენი და ამ ქალაქს უკავშირდება მისი პიროვნების ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი წლებიც. შესაბამისად,  ფესტივალიც სწორედ მისი ახალგაზრდული და პროგრესული დღეების სულისკვეთებითაა შთაგონებული. ბეთჰოვენის მუსიკის გარშემო „ბეთჰოვენფესტი” ყოველწლიურად 80-მდე კონცერტს მართავს და აერთიანებს ყველას: დიდი საერთაშორისო ორკესტრებიდან დაწყებული, პოპშემსრულებლებით დამთავრებული. 2024 წლის ფესტივალის მთავარი თემა იყო Together (ერთად) და მიზნად ისახავდა ხელოვნების მონაწილეობის წარმოჩენას დემოკრატიულ პროცესებში.

ნახეთ გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის სრული კონცერტის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky 2024 წლის iHeartRadio Music Festival-ზე მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ მიიღებს

შემდეგი სტატია

კეტი პერიმ ახალი სტუდიური ალბომი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი