მილანის მოდის კვირეულზე მადონა დაესწრო  Dolce & Gabbana-ს ჩვენებას, რომლის შთაგონება მომღერლის 90-იანი წლების სტილი იყო

მადონა შოუს შავ კოსტიუმში გამოწყობილი ესწრებოდა. კოსტიუმის გამოკვეთილი დეტალი მაქმანებიანი თავსაბურავი და ოქროსფერი გვირგვინი იყო.
მადონა. ფოტო: Andreas Rentz/Getty Images

მილანში მოდის კვირეულის მიმდინარეობისას შოუებს სხვადასხვა სფეროდან უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. ცნობილი მოდის სახლები და დიზაინერები 2025 წლის გაზაფხულის და ზაფხულის კოლექციებს წარადგენენ. 

21 სექტემბერს Dolce & Gabbana-ს ჩვენების წინა რიგებში მადონა გამოჩნდა. ჩვენებაზე წარმოდგენილი კოსტიუმების შთაგონება სწორედ მადონას 90-იანი წლები და 1990 წლის ტურნეს ცნობილი სასცენო კოსტიუმი იყო. მოდელები პოდიუმზე ქერა პარიკით გამოდიოდნენ, რომელიც ასევე მადონას ცნობილი ვარცხნილობით იყო შთაგონებული.  

თავად მადონა შოუს შავ კოსტიუმში გამოწყობილი ესწრებოდა. კოსტიუმის გამოკვეთილი დეტალი  მაქმანებიანი თავსაბურავი და ოქროსფერი გვირგვინი იყო.

კოლექციის წარდგენისას მოდის სახლს კონკრეტულად მადონას სახელი არ უხსენებია, თუმცა Dolce & Gabbana და მადონა ერთმანეთთან მას შემდეგ იკვეთებიან, რაც ბრენდის დამფუძნებელმა დიზაინერებმა, დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ, არტისტის 1993 წლის ტურნესათვის The Girlie Show კოსტიუმები შექმნეს. 

შოუს შემდეგ დიზაინერები პოდიუმზე გამოვიდნენ და სპეციალურად მიწვეულ სტუმრებს თავი დაუკრეს. მადონა კი პასუხად მათ მისასალმებლად სხვა სტუმრებთან ერთად ფეხზე წამოდგა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი მარდალეიშვილი - მუსიკოსი

გაიცანით ახალგაზრდა მუსიკოსი – გიორგი მარდალეიშვილი

შემდეგი სტატია

ხატია ქორიძე - მუსიკოსი

Billboard Georgia Stage – ხატია ქორიძის ალბომის პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი