50 Cent-ის პროდიუსერობით დაანონსებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც Diddy-ს ისტორიას და მასთან დაკავშირებულ სექსუალური ძალადობის ბრალდებებს ეხება, Netflix-ზე გამოვა. როგორც ჟურნალი Variety იუწყება, ფილმზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს და მისი რეჟისორი ალექსანდრია სტეპლტონია.
„ეს არის ისტორია, რომელსაც ადამიანებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ეს არის კომპლექსური ამბავი, რომელიც ათწლეულებს აერთიანებს – ათწლეულებს და არა მხოლოდ აქამდე ნანახ სათაურებს ან კლიპებს“, – აღნიშნეს 50 Cent-მა და სტეპლტონმა Variety-ისათვის მიცემულ ერთობლივ კომენტარში. მათი თქმით, ეს იქნება ნამდვილი ისტორია ნიუანსების გათვალისწინებით დანახული პერსპექტივებით და ის მათ სათქმელს იტყვის, ვისი ხმაც აქამდე არავის ესმოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები შემაშფოთებელია, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შონ კომბის ამბავი არ არის ჰიპ-ჰოპისა და მისი კულტურის სრული ისტორია. ჩვენ მიზანია, ერთი ინდივიდის ქმედებებმა არ მიაყენოს ჩრდილი ამ კულტურის დიდ ღვაწლს.
დოკუმენტური ნამუშევარი ჯერჯერობით კონკრეტული თარიღით არ არის დაანონსებული. ამ ეტაპზე არც დამატებითი დეტალებია ცნობილი.
50 Cent-მა Diddy-ს შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღების გეგმები ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში გაამხილა. ამ დროს ერთი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც Diddy-ს ყოფილმა მეგობარმა ქალმა, კასანდრა ვენტურამ, რეპერის წინააღმდეგ გახმაურებული სარჩელი შეიტანა.
50 Cent-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დეკემბერშივე Billboards-ს დაუდასტურა, რომ ეს პროექტი ძალადობის მსხვერპლებს დაეხმარებოდა.
შონ კომბსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს 50 Cent დიდი ხანია, რაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით, მათ შორის მიმებით ეხმიანება. როგორც რეპერმა Netflix-ის დოკუმენტური ფილმის დამაანონსებელ პოსტში აღნიშნა, ის საზოგადოებას ამ ამბების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებოდა, თუმცა მისი არავის სჯეროდა, ახლა კი ვითარება შეიცვალა და ყველამ სიმართლე დაინახა.
Associated Press-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა Diddy-ს ლოს-ანჯელესის და მაიამის სახლებში რეიდისას 1000 ბოთლზე მეტი საბავშვო ზეთი და ლუბრიკანტები აღმოაჩინეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა 50 Cent და სოციალურ ქსელში ფოტოშოპის მანიპულაციით შექმნილი სურათი გამოაქვეყნა. მასზე საბავშვო ზეთია, რომელსაც ეტიკეტზე Diddy Oil აწერია.
Associated Press-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა Diddy-ს ლოს-ანჯელესის და მაიამის სახლებში რეიდისას 1000 ბოთლზე მეტი საბავშვო ზეთი და ლუბრიკანტები აღმოაჩინეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა 50 Cent და სოციალურ ქსელში ფოტოშოპის მანიპულაციით შექმნილი სურათი გამოაქვეყნა. მასზე საბავშვო ზეთია, რომელსაც ეტიკეტზე Diddy Oil აწერია.
შონ კომბსი 17 სექტემბერს ნიუ-იორკში დააკავეს. სასამართლომ რეპერს გირაოზეც უარი უთხრა და ის სასამართლომდე ციხეში რჩება. Diddy წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.