მერაია კერი საშობაო სეზონის გახსნას ჯერ არ აპირებს

მომღერალი სადღესასწაულო პერიოდის მოახლოებას ვიდეოთი გამოეხმაურა.
მერაია კერი
Kevin Mazur/WireImage for MC

შობის დედოფალი სადღესასწაულო პერიოდის მოახლოებას გამოეხმაურა – მერაია კერის თქმით, საშობაო სეზონი ჯერ არ დამდგარა.

მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, სადაც ის პირად თვითმფრინავში ზის, ფონად კი მისი საკულტო სიმღერა All I Want for Christmas Is You იწყება. „გესაუბრებათ პილოტი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბორტზე, მერაია. მივემართებით ჩრდილოეთ პოლუსისკენ,” – ისმის თვითმფრინავის კაპიტნის მიმართვა, რომელსაც ჩანაწერის გაფუჭების ხმა აწყვეტინებს.

„ჯერ არა! ბოდიშს ვიხდი!” – პასუხობს მომღერალი. შემდეგ კი მაყურებელს მიმართავს: „ყოველთვის მაჩქარებენ.”

როგორც წესი, კერი ჰელოუინის დასრულებას უცდის ხოლმე და მხოლოდ ამის შემდეგ აქვეყნებს ტრადიციულ It’s time  პოსტებს, რომლითაც სიმბოლურად საშობაო სეზონს გახსნილად აცხადებს. კერის 1994 წლის სიმღერა All I Want for Christmas Is You, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით შობის განუყრელ ელემენტად იქცა, Billboard Hot 100-ში პირველად 2019 წელს შევიდა. მას შემდეგ კი ის Billboard Holiday 100-ის ყველა დროის ყველაზე პოპულარულ სადღესასწაულო სიმღერად დასახელდა. 

აგვისტოში კერიმ უკვე დააანონსა, რომ მისი ყოველწლიური Christmas Time ტურნე 2024 წელსაც დაბრუნდება. პრესრელიზის თანახმად, ეს ტური ყველაზე გრანდიოზული იქნება, რადგან წელს მომღერლის 1994 წლის ალბომს Merry Christmas 30-ე საიუბილეო წელი უსრულდება. კერიმ ასევე გაამხილა, რომ ტურნე მხოლოდ პირველია უამრავი სიურპრიზიდან, რომელიც მას მიმდინარე წელს აქვს დაგეგმილი. 

20-დღიანი ტურნე სტარტს 6 ნოემბერს კალიფორნიაში, ჰაილენდში აიღებს და 17 დეკემბერს ნიუ-იორკში დასრულდება. 

ნახეთ მერაია კერის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

უენდი უილიამსი Diddy-ს საქმეზე დუმილს არღვევს: „ეს უბრალოდ დროის საკითხია”

შემდეგი სტატია

Billboard-მა ახალი სარედაქციო მიმართულება –  Billboard Family წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი