ზვიად ბოლქვაძის და რანინას ბავშვების კონცერტი ფილარმონიაში

5 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში SPARKS-ის ორგანიზებით ზვიად ბოლქვაძისა და რანინას ბავშვების კონცერტი გაიმართა.

კომპოზიტორი, ავტორი-შემსრულებელი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე მრავალი წელია მუსიკის სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობს. იგი არის საგუნდო და სიმფონიური მუსიკის შემსრულებელი, 2008 წლიდან დღემდე კი საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კომპოზიტორი და სოლისტი, ასევე, 2012 წლიდან, ბავშვთა გუნდ „ანა-ბანას“ დირიჟორი, 2016 წლიდან – გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი, ხოლო 2023 წლიდან ქ.ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

5 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ზვიად ბოლქვაძის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა, სადაც მუსიკოსის საავტორო კომპოზიციები რანინას ბავშვებთან ერთად შესრულდა. 

ზვიად ბოლქვაძე – კომპოზიტორი, ავტორი-შემსრულებელი და დირიჟორი

„ფილარმონიაში ჩემი პირველი სოლო კონცერტია, სადაც ჩემი საავტორო სიმღერები სრულდება. კარგია ბავშვებთან ერთად სიმღერა – ვაპირებთ, რომ ცოტა ხანი ბავშვობა გავიხსენოთ. კარგია, რომ გვაქვს ადამიანებს საშუალება, ერთმანეთს შემოქმედება გავუზიაროთ, რაღაც კარგი ვუთხრათ, პოზიტიური ვუთხრათ, ვუმღეროთ.“

ზვიად ბოლქვაძის სოლო კონცერტში მონაწილეობას საბავშვო მუსიკალურ პროექტ რანინას მონაწილეები იღებდნენ: ნიკოლოზ ხარატი, ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი და ვაჩე ღვინიაშვილი. ასევე მუსიკოსები: კლავიში და აკორდეონი ამირან დიასამიძე, გიტარა – გიგი ცინცაძე, ჰარმონიკა – ანდრია ბოლქვაძე, ბასი – ლევან დეისაძე, საყვირი – KEMO, ჭიპონი, დუდუკი – გიორგი პაპუნაშვილი, პერკუსია, დუდუკი – დიტო საკანდელიძე და დრამი – ზაზა ცერცვაძე. 

ზვიად ბოლქვაძის და რანინას ბავშვების კონცერტი ფილარმონიაში

ვაჩე ღვინიაშვილი – მომღერალი

„ამ კონცერტში მონაწილეობის მიღება ძალიან გვიხარია ჩვენ, რანინელ ბავშვებს. აქ ვართ რანინას  მეექვსე სეზონის გამარჯვებული ანასტასია ვასაძე, და რანინას მეხუთე სეზონის ფინალისტები – ნიკოლოზ ხარატი, ოთო ბაზერაშვილი და მე, ვაჩე ღვინიაშვილი. ზვიად ბოლქვაძის სოლო კონცერტი ფილარმონიაში იმართება,  სადაც მის გენიალურ სიმღერებს ვასრულებთ.”

კონცერტის ორგანიზატორი მუსიკალური ივენთების კომპანია SPARKS გახლდათ, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მუსიკალური ბაზრის განვითარებასა და ქართველი არტისტების ხელშეწყობას.

ზურა გოგსაძე – SPARKS -ის თანადამფუძნებელი

„SPARKS არის ღონისძიებათა სერია, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ შედარებით უფრო კლასიკური ტიპის კონცერტები, რომელსაც ადრე ვიყავით მიჩვეული, კვლავ შეგვეთავაზებინა მსმენელისთვის. Mono Hall-ის ყველა ბრენდს აქვს თავისი მიმართულება, რომლითაც მიხვდები, თუ რა ტიპის კონცერტი არის წარმოდგენილი. საიდუმლო არ არის, რომ Mono Hall უკვე მრავალი წელია, რაც ადგილობრივი ბაზრისა და სცენის განვითარებას ცდილობს, რათა ქართველ არტისტებს მისცეს შესაბამისი პლატფორმა, თავიანთი შემოქმედება მსმენელს წარუდგინონ. აქედან გამომდინარე, ფილარმონიაშიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზშიც დავიწყეთ კონცერტების ჩატარება, სადაც ლეგენდებად ცნობილი კონცერტები გამართულა. სწორედ აქ გაიმართა ზვიად ბოლქვაძის და არაჩვეულებრივი ბავშვების კონცერტიც, რაც ძალიან გვახარებს.”

SPARKS-ის ორგანიზებით კონცერტების  სერია ქუთაისშიც გაგრძელდება, 2 ნოემბერს ქუთაისში მესხიშვილის თეატრში ნიაზ დიასამიძის კონცერტია დაგეგმილი, ზვიად ბოლქვაძის კონცერტის შესახებ კი მსმენელი ინფორმაციას უახლოეს მომავალში შეიტყობს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

More Than Forever-არტ ქავერი - ქეთათო ნერგაძე

ქეთათო ნერგაძის (Lua)  ახალი სიმღერა

შემდეგი სტატია

რატომ შეიძლება იყოს კენდრიკ ლამარის Not Like Us გრემის დაჯილდოების ერთ-ერთი აქტუალური ნომინანტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი