გრემის წლის კომპოზიტორის ნომინაცია აქამდე ქალს არ მოუგია – იქნება თუ არა წლევანდელი დაჯილდოება ამის პრეცედენტი?

ნახეთ იმ ქალების ჩამონათვალი, რომლებმაც სხვადასხვა დროს პირველად მოიგეს სხვა საკომპოზიტორო კატეგორიები.
ემი ალენი 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Amy Sussman/Getty Images

2 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ხმის ჩამწერმა აკადემიამ გრემიზე წლის კომპოზიტორის ნომინაცია დააწესა (არაკლასიკურ ჟანრში), მასზე სულ ოთხი ქალი იყო წარდგენილი. პირველ წელს – ემი ალენი, ნიჯა ჩარლსი და ლაურა ველცი. შარშან  კი – ჯესი ჯო დილონი. თუმცა ორივეჯერ კატეგორია მამაკაცმა მოიგო: 2023 წელს ტობიას ჯესო ჯუნიორმა, 2024-ში კი – თერონ თომასმა. 

წელს ამ კატეგორიაში წარდგენისთვის 61 კომპოზიტორი იბრძვის. მათ შორის 20 ქალია, რომელთაგანაც ერთ-ერთი შესაძლოა წლის კომპოზიტორის ნომინაციის პირველი ქალი გამარჯვებული გახდეს. 

სიაშია ორი ქალი კომპოზიტორი, რომელთაც უკვე აქვთ გრემის ჯილდო სხვა კატეგორიებში: ალენი, რომელმაც 2023 წელს მოიგო წლის ალბომის ნომინაცია ჰარი სტაილსის ალბომში მონაწილეობისთვის და დაიან უორენი, რომელმაც 1997 წელს მოიგო გრემის ჯილდო ფილმისთვის ან ტელევიზიისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში სიმღერისთვის Because You Loved Me (მიშელ პფაიფერის მონაწილეობით გადაღებული ფილმისთვის Up Close and Personal).

სიაში ასევე შედის რვა ქალი, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში აქამდეც ყოფილან წარდგენილი, მაგრამ გრემი ჯერჯერობით არ მოუგიათ. ესენი არიან: ჯესი ჯო დილონი, სარა აარონსი, კეროლაინ ეილინი, ჯესი ალექსანდერი, ბრიტანი ამარადიო, ინკი, ალი ტამპოსი და ემილი უორენი.

დარჩენილი 10 ქალი კომპოზიტორი კი, აღნიშნულ კატეგორიაში ნომინირების შემთხვევაში, პირველად იქნება წარდგენილი გრემიზე: ელიზაბეთ ლოუელ ბოლანდი, ჯესი ერლი, ჯულია გარგანო, სარა ჰადსონი, ლორენ ლი ჰანგეიტი, სტეფ ჯონსი, კაილა მორინოსი, Raye, საშა ალექს სლოუნი და ბეტსი უოლტერი.

შესაძლოა, კანდიდატთა სიაში Raye-ის ნახვა გაგიკვირდეთ, რადგან წლის კომპოზიტორის კატეგორიაში აკადემიის ფოკუსში შემსრულებლები არ არიან. ნომინაციაში წარსადგენად კომპოზიტორს „შექმნილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 სიმღერა, რომლებშიც ის მხოლოდ ავტორად ან თანაავტორად არის მითითებული (და არა შემსრულებლად ან პროდიუსერად)” – აღნიშნულია კატეგორიის დახასიათებაში. თუმცა თუ ავტორი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მას პარალელურად შეუძლია ისეთი სიმღერებიც ჰქონდეს, რომლებსაც თავადვე ასრულებს. შედეგად, Raye-ს წლის კომპოზიტორის ჯილდოსთვის ბრძოლა თავისუფლად შეუძლია, რადგან, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავისთვის წერს, ის ასევე ქმნის სიმღერებს სხვა არტისტებისთვისაც. მაგალითად, წელს მის მიერ სხვა შემსრულებლებისთვის დაწერილი ნამუშევრებია: რიტა ორას Ask & You Shall Receive, ჰელი ბეილის Because I Love You, ჯენიფერ ლოპესის Dear Ben Pt. II, ბიონსეს Riiverdance და Neiked-ის You’re Hired აირა სტარის მონაწილეობით. 

წლის კომპოზიტორის ნომინაციაში წარდგენილი ავტორები შესაძლოა მიეკუთვნებოდნენ ნებისმიერ ჟანრს, გარდა კლასიკისა. კლასიკური კომპოზიტორები წარდგენილნი იქნებიან თანამედროვე კლასიკური კომპოზიციის კატეგორიაში.

დასახელდება თუ არა ამ ეტაპზე არსებული სიიდან რომელიმე ქალი წლის კომპოზიტორის კატეგორიაში, ეს 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, როცა ნომინანტების სია გამოქვეყნდება. მათ შორის გამარჯვებულები კი 2 თებერვალს გამოვლინდებიან.

სტატიის ბოლოს კი გთავაზობთ იმ ქალების ჩამონათვალს, რომლებიც ათი სხვა საკომპოზიტორო კატეგორიის პირველი ქალი გამარჯვებულები გახდნენ: 

წლის სიმღერა: კეროლ კინგი – 1972 წელს სიმღერისთვის You’ve Got a Friend. კინგი პირველი ქალი იყო, რომელმაც ამ ნომინაციის მოგება მისი არსებობის მე-14 წელს მოახერხა.

საუკეთესო როკსიმღერა: ალანის მორისეტი – 1996 წელს სიმღერისთვის You Oughta Know (თანაავტორი). მორისეტმა გამარჯვება კატეგორიის არსებობის მე-5 წელს მოიპოვა. 

საუკეთესო R&B სიმღერა: ბეტი რაიტი – 1976 წელს სიმღერისთვის Where Is the Love (თანაავტორი). ეს კატეგორიის არსებობის მერვე წელი იყო. 

საუკეთესო რეპსიმღერა: მირი ბენ არი – 2005 წელს კანიე უესტის სიმღერის Jesus Walks თანაავტორობისთვის, კატეგორიის არსებობის მეორე წელს. 

საუკეთესო ქანთრი სიმღერა: დები ჰაპი – 1980 წელს სიმღერისთვის You Decorated My Life (თანაავტორი). ეს კატეგორიის მე-16 წელი იყო.  

საუკეთესო სიმღერა ვიზუალური მედიისთვის: სინთია უეილი – 1988 წელს ლინდა როსტადტისა და ჯეიმს ინგრემის ჰიტისთვის Somewhere Out There ანიმაციურ ფილმში An American Tail (თანაავტორი). ამ შემთხვევაში ქალ კომპოზიტორს გამარჯვება წილად ნომინაციის პირველსავე წელს ხვდა. 

საუკეთესო ამერიკული ფესვების სიმღერა: ედი ბრიკელი – 2014 წელს სიმღერისთვის Love Has Come for You (თანაავტორი), ასევე კატეგორიის პირველსავე წელს. 

საუკეთესო გოსპელი: იოლანდა ადამსი – 2006 წელს ნამუშევრისთვის Be Blessed (თანაავტორი), კატეგორიის პირველ წელს. 

საუკეთესო თანამედროვე ქრისტიანული სიმღერა: ლაურა სტორი – 2012 წელს თავისსავე სიმღერისთვის Blessings. ეს კატეგორიის მესამე წელი იყო. 

საუკეთესო თანამედროვე კლასიკური კომპოზიცია: ჯოან ტაუერი – 2008 წელს სიმღერისთვის Made in America. ქალ კომპოზიტორს ამ კატეგორიაში გამარჯვება ყველაზე გვიან, ნომინაციის მე-20 წელს ერგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პირველად ბერკლის მუსიკალური კოლეჯი ქართული მუსიკის საღამოს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

პრინცი უილიამი და  ქეით მიდლტონი საუთპორტში ტეილორ სვიფტის თემატურ საცეკვაო კლასზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და დაზარალებულებს შეხვდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Anana Kaye

 Anana Kaye-ს მუსიკალური გზა

„საქართველო თავისუფლებისთვის მუდმივად ბრძოლის პროცესშია, რასაც გაფრთხილება სჭირდება. ასევეა მუსიკოსიც, რომელიც სულ პროცესშია. განვითარება ბრძოლის და წინსვლის გარეშე არ მოდის.“
მეტი

ლედი გაგას თქმით, ახალი ალბომი მის ცხოვრებაში მიღებული ცუდი გადაწყვეტილებების ერთგვარი გახსენებაა

გაგამ ასევე დაადასტურა, რომ ახალ ალბომში შევა ბრუნო მარსთან ერთად გამოშვებული სიმღერა, Die With a Smile.
მეტი

TKT.GE & TBC: „ყველა ბილეთი გაყიდულია თეატრებში, კონსერვატორიასა და ოპერაში”

„ჩვენი გუნდი დააიდენტიფიცირებს 1 იანვრამდე დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა და ჩარიცხავს დარბაზის სრულ ღირებულებას მსახიობების და მუსიკოსების მხარდასაჭერად,” - ვკითხულობთ განცხადებაში.
მეტი

კლუბი Mtkvarze განცხადებას ავრცელებს

„სამი კვირაა, რაც კლუბები და ელექტრონული მუსიკის სცენა გაფიცულია. ასობით ადამიანისთვის ეს სფერო არა მხოლოდ შემოსავლის ერთადერთი წყაროა, არამედ თავისუფლებისა და თვითგამოხატვის პლატფორმაც.”
მეტი

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

18 დეკემბერს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ, თუმცა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო არ ჩატარებულა.
მეტი