ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუზე გამოვიდა

VS-ის 2024 წლის შოუს მიწვეული შემსრულებლები შერი, ტაილა და Blackpink-ის ლისა იყვნენ.
მატილდა გვარლიანი. ფოტო: Victoria’s Secret/Youtube

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მოვლენა, Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენება ვარსკვლავური შემადგენლობით დაბრუნდა. შოუ წელს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო, რადგან ბრენდმა სტრატეგიაში ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეცვალა და ქალების უფლებებზე, მათ პრეზენტაციასა და ინკლუზიურობაზე მეტად კონცენტრირდა. გარდა ამისა, ჩვენების სამოდელო შემადგენლობაში VS-ის შოუების ისტორიის ყველა დროის დიდი სახელები დაბრუნდნენ, მათ შორის ადრიანა ლიმა, ტაირა ბენქსი და სხვა მრავალი ცნობილი მოდელი. 

თუმცა, ქართველი აუდიტორიის ყურადღებას ყველაზე მეტად ის იპყრობდა, რომ წელს Victoria’s Secret-ის შოუზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი გამოვიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა VS-ის ვარსკვლავურ პოდიუმზე ქართველმა მოდელმა გაიარა. მატილდა გვარლიანი შოუს იმ ნაწილში წარდგა, რომელშიც აუდიტორიისთვის მოულოდნელად პოდიუმზე  ქეით მოსი გამოჩნდა. ამ დროს მუსიკალურ გაფორმებად შოუზე I Love Rock ’n’ Roll ისმოდა. 

მატილდა გვარლიანი. ფოტო: Victoria’s Secret/Youtube

რაც შეეხება Victoria’s Secret-ის შოუს მუსიკალურ ნაწილს, ეს ჩვენების კონცეფციის  ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. წლების განმავლობაში შოუ მუსიკალურად გააფორმეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი, რიანა, The Weeknd და სხვები. წლევანდელი შოუს მთავარი შემსრულებელი არტისტი შერი იყო, რომელმაც თავისი ცნობილი ჰიტები, Strong Enough და Believe შეასრულა. მიწვეულ მომღერლად პოდიუმზე ასევე წარდგა მსოფლიო მუსიკალური სცენის ახალი ვარსკვლავი ტაილა. შოუ გახსნა Blackpink-ის ლისამ, რომელმაც სოლო ნამუშევარი, Rockstar იმღერა. მოგვიანებით ლისა კვლავ დაბრუნდა სცენაზე და ცნობილი სიმღერის, Kiss Me-ს ქავერ ვერსია შეასრულა. 

რაც შეეხება მატილდა გვარლიანს, მოდელის საერთაშორისო კარიერა ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდი წარმატებით ვითარდება. ის მოდის კვირეულებზე არაერთი წამყვანი მოდის სახლის შოუზე გამოვიდა. 2024 წლის დასაწყისში გვარლიანი Chanel-ის ბესტსელერი სუნამოს, Chance-ის ერთ-ერთ სახედაც ვიხილეთ. მოდელმა ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ბრენდის ვიდეო კამპანიებში, მათ შორის არის Gucci, Louis Vuitton, Calvin Klein და სხვები. განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ სეზონის მოდის კვირეულები, რომელთა ფარგლებშიც მატილდა გვარლიანი თითქმის ყველა გავლენიანი ბრენდის ჩვენებაზე გამოვიდა. მატილდა ვიხილეთ ისეთი ბრენდების პოდიუმზე, როგორებიც არის Dior, Chanel, Louis Vuitton და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია Schiaparelli, რომელიც ჩვენებებზე ყოველთვის სამოდელო ინდუსტრიის ვარსკვლავ მოდელებს იწვევს. 

Victoria’s Secret-ის შოუ ნიუ-იორკში, თბილისის დროით 16 ოქტომბრის გამთენიისას გაიმართა. ჩვენება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა  Amazon-ის Prime Video-ს სტრიმინგ პლატფორმაზე, YouTube-სა და სოციალური მედიის არხებზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

შემდეგი სტატია

კანიე უესტი ახალ სიმღერას აზიარებს და ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Anana Kaye

 Anana Kaye-ს მუსიკალური გზა

„საქართველო თავისუფლებისთვის მუდმივად ბრძოლის პროცესშია, რასაც გაფრთხილება სჭირდება. ასევეა მუსიკოსიც, რომელიც სულ პროცესშია. განვითარება ბრძოლის და წინსვლის გარეშე არ მოდის.“
მეტი

ლედი გაგას თქმით, ახალი ალბომი მის ცხოვრებაში მიღებული ცუდი გადაწყვეტილებების ერთგვარი გახსენებაა

გაგამ ასევე დაადასტურა, რომ ახალ ალბომში შევა ბრუნო მარსთან ერთად გამოშვებული სიმღერა, Die With a Smile.
მეტი

TKT.GE & TBC: „ყველა ბილეთი გაყიდულია თეატრებში, კონსერვატორიასა და ოპერაში”

„ჩვენი გუნდი დააიდენტიფიცირებს 1 იანვრამდე დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა და ჩარიცხავს დარბაზის სრულ ღირებულებას მსახიობების და მუსიკოსების მხარდასაჭერად,” - ვკითხულობთ განცხადებაში.
მეტი

კლუბი Mtkvarze განცხადებას ავრცელებს

„სამი კვირაა, რაც კლუბები და ელექტრონული მუსიკის სცენა გაფიცულია. ასობით ადამიანისთვის ეს სფერო არა მხოლოდ შემოსავლის ერთადერთი წყაროა, არამედ თავისუფლებისა და თვითგამოხატვის პლატფორმაც.”
მეტი