31 ოქტომბერს „დაგდაგანის” ბოლო კონცერტი გაიმართება

ქართული როკ ბენდის, „დაგდაგანის” ვოკალისტმა ცოტნე გორგოშიძემ სოციალურ ქსელში ჯგუფის დაშლის შესახებ პოსტი გააზიარა.  მუსიკოსის თქმით, ბენდი კონცერტის შემდეგ ერთი ახალი სიმღერის გაზიარებასაც გეგმავს, რომელიც “ლენო რექორდსშია” ჩაწერილი.

ცოტნე გორგოშიძე: 

„31-ში იქნება ჩვენი ბოლო კონცერტი. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. კონცერტის მერე ერთ სიმღერასაც დავდებთ, რომელიც შარშან ჩავწერეთ ლენო რექორდსში და ამით „დაგდაგანი“ მთავრდება. კიდევ ერთხელ მადლობა ამდენი წლისთვის. იმედი მაქვს, რამდენადაც რთული და მტკივნეული იყო ამ საქმის კეთება ჩემთვის, იმდენი კარგი მიიღეთ „დაგდაგანისგან“. გელოდებით ყველას ჰელოუინზე,” – წერს ჯგუფის ფრონტმენი და ბენდის დამფუძნებელი ცოტნე გორგოშიძე ფეისბუქ გვერდზე.

ქართული როკ-ჯგუფი „დაგდაგანი“ 2013 წელს ბენდის ვოკალისტმა, მუსიკის ავტორმა და დამფუძნებელმა ცოტნე გოგროშიძენ დაარსა, რომლის წევრებიც ასევე არიან:  გიორგი კოჭლაშვილი (გიტარა), მათე ხურციძე (ბას-გიტარა), გიორგი მიგრიაული (გიტარა) და გიორგი ბულბულაშვილი (დრამი) 

ბენდის დისკოგრაფიაში ყველაზე გამორჩეული სიმღერებია: „შენთან ერთად”, „მარი”, „ჩვენ ყველა დიდი ხნის წინ მოვკვდით” და „ტკივილგამაყუჩებელი”. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Blackpink-ის როუზიმ და ბრუნო მარსმა ერთობლივი სიმღერა წარადგინეს

შემდეგი სტატია

ლიემ პეინის გარდაცვალების შემდეგ მისი 2020 წლის ემოციური წერილი გავრცელდა.  მომღერალი 10 წლის საკუთარ თავს წერდა: „შენ გეშინია, თითქოს მარტო ხარ, მაგრამ ეს ასე არ არის.“

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი