შერმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ყოველწლიურ ცერემონიაზე თავისი გამოსვლა ქალებს მიუძღვნა

მუსიკოსმა საკუთარ კარიერულ გზაზე ისაუბრა და გაიხსენა დედის რჩევა, რომელიც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
შერი. ფოტო: Jeff Kravitz/FilmMagic

19 ოქტომბერს, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ყოველწლიური ცერემონია  გაიმართა, რომელზეც მუსიკალური ინდუსტრიის საპატიო  სტატუსი შერს მიანიჭეს. ცერემონიაზე გამოჩენისას არტისტმა აღნიშნა, რომ სიტყვა რამდენიმე დღით ადრე დაწერა.

ცერემონიის მსვლელობისას პოპულარულმა მომღერალმა მუსიკალური ნომრებიც შეასრულა. მათ შორის იყო Believe, რომელიც მუსიკოსმა სპეციალურ სტუმართან, დუა ლიპასთან ერთად იმღერა.  შერი სცენაზე ზენდეიამ მიიწვია.

„საიდან უნდა დავიწყო? ამ ოთახში, ამ ქვეყანაში და პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში არავინ არის, ვინც არ იცის იმ არტისტის სახელი, ვისაც დღეს პატივს მივაგებთ,” – აღნიშნა ზენდეიამ. 

სიტყვით გამოსვლისას შერმა აღნიშნა, რომ როკ-ენ-როლის დარბაზში მისი ჩაწერა გარანტირებული სულაც არ იყო. „ორი განქორწინება  უფრო მარტივი იყო, ვიდრე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლა,” – იხუმრა ვარსკვლავმა. მომღერალმა თავის მსოფლიო ჰიტებზეც ისაუბრა – „Believe-ის მეშვეობით მე ჩემი მუსიკის ჟღერადობა სამუდამოდ შევცვალე, თუმცა ეს შემთხვევითობა იყო. მე და ჩემი პროდიუსერი ამ ნამუშევარზე ვკამათობდით. ის მეუბნებოდა, რომ უკეთესადაც შემეძლო. მოგვიანებით დამირეკა და მითხრა: „შენთვის რაღაც კარგი მაქვს”. მივედი, მოვუსმინე და როცა მორჩა, ორივე აღფრთოვანებული ვიყავით. მერე კი ჩემი ლეიბლის ხელმძღვანელმა თქვა: „არ გამოვა, რადგან ვერავინ მიხვდება, რომ შენ ხარ”. მე კი ვუპასუხე: „დიახ, ზუსტად ეს არის იდეა! ეს არის საუკეთესო ნაწილი!”

შერმა ასევე გაიხსენა დედის რჩევა, რომელიც ბავშვობიდანვე კარიერაში გზას უკვალავდა. „დედაჩემი მეუბნებოდა: „შეიძლება არ იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი ან ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ შენ განსაკუთრებული ხარ. ერთი რამ, რაც არასდროს გამიკეთებია, დანებებაა. არასდროს ვნებდები და ქალებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თავად იზრუნონ საკუთარ თავზე,” – აღნიშნა შერმა. „ჩვენ ბევრჯერ დავცემულვართ, მაგრამ კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას. როგორც დედაჩემი იტყოდა, ჩვენ განსაკუთრებულები ვართ.”

შერი ერთ-ერთი იყო მუსიკის იმ ლეგენდებიდან, რომლებსაც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიაზე პატივი მიაგეს. მერი ჯეი ბლაიჯი, ოზი ოსბორნი, Kool & the Gang, A Tribe Called Quest, Dave Matthews Band, Foreigner და პიტერ ფრემპტონი ასევე იყვნენ იმ შემსრულებლებს შორის, რომელთა სახელებიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშის ცერემონიის დროს, 19 ოქტომბერი, 2024 წელი, ოჰაიო. ფოტო: არტურო ჰოლმსი

შერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის მიმართ თავის შერეულ გრძნობებზე  საუბრობს

შემდეგი სტატია

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი