Rerender – ქართველმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა Aprilee-მ მუსიკალური ვიდეო წარადგინა

არტისტმა მუსიკალური კარიერა 2019 წელს დაიწყო.
Aprilee – Rerender

ქართველმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა ფსევდონიმით  Aprilee მუსიკალურო ვიდეო გამოუშვა, რომელიც გადაღებულია ტრეკზე Rerender. 

Aprilee-მ მუსიკალური კარიერა 2019 წელს დაიწყო. არტისტის ალტერნატიული ჰიპ-ჰოპი მოიცავს არაერთ ქვეჟანრს, მათ შორის არის Old School და Trap.  

„ლირიკულ ნაწილში მომწონს, როცა მსმენელი არაა დარწმუნებული, თუ სად ვხუმრობ და სად ვარ სერიოზული. ამ ტრეკშიც ბევრი ასეთი გადახვევაა,” – აღნიშნავს მუსიკოსი Billboard Georgia-სთან საუბრისას და ამბობს, რომ ეს არის ერთგვარი უშუალო დიალოგი მსმენელთან. როგორც თავად არტისტი განმარტავს, Rerender ჟანრობრივად Trap-ის და Jungle-ს სინთეზია. 

Aprilee:

„კლიპის გადაღებაში თორნიკე ჩაჩანიძე დამეხმარა. ვიდეო გადაღებულია Plusone-ის სივრცეში. კარს მიღმა ლაივი მიმდინარეობდა. დიჯეები უკრავდნენ და ხალხი ცეკვავდა. ჩვენ კი პარალელურად სპირიტულ აქტში ვიყავით გართულები.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

50 Cent-მა ახალ ინტერვიუში Diddy-ს შესახებ ისაუბრა

შემდეგი სტატია

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ მე-10 საიუბილეო სეზონს წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი