რიანას თქმით, კენდრიკ ლამარი 2025 წლის  სუპერ ბოულის ჰედლაინერობას იმსახურებს

აღსანიშნავია, რომ რიანამ სუპერ ბოულის შოუ 2023 წელს გახსნა

რიანა ამერიკული ფეხბურთის ყველაზე სანახაობრივი შოუს, სუპერ ბოულის მომავალ ჰედლაინერად კენდრიკ ლამარის წარდგენის იდეას იწონებს. „ეს ასეც უნდა იყოს.“ – ამბობს პოპ-ვარსკვლავი.

24 ოქტომბერს ჟურნალ Entertainment Tonight-ში რიანას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ჟურნალისტი მას კენდრიკ ლამარისა და Super Bowl-ის შოუზე ეკითხება.

„ძვირფასო, ის ბრილიანტია საქორწინო ბეჭედზე. ეს ასეც უნდა იყოს! ის კენდრიკ ლამარია! კენდრიკ ლამარი დიდებულად გაართმევს თავს ამ ყველაფერს. ჩვენ არასდროს უნდა დავეჭვდეთ მასში. კენდრიკი უმაღლესი დონის, საოცარი არტისტია. მას წარმოუდგენლად წარმატებული წელი ჰქონდა და უამრავი ადამიანი გააერთიანა. ეს უნდა აღინიშნოს. ეს არის კულტურა. ის ამას იმსახურებს. ერთი სული მაქვს, როდის მოვა ეს დღე. კენდრიკ, მადლობა.“

რიანამ სუპერ ბოულის შოუ  2023 წელს გახსნა, სადაც  გაამხილა, რომ  A$AP Rocky-სგან მეორე შვილს ელოდა. მის გამოსვლას თვალყურს 121 მილიონი მაყურებელი ადევნებდა, რაც იმ დროისთვის სუპერ ბოულის რეკორდი იყო, თუმცა წელს Usher-ის გამოსვლამ რიანას რეკორდი 123 მილიონი მაყურებლით მოხსნა.

რიანა შესაძლოა კენდრიკ ლამარს სუპერ ბოულის შოუზე სიმღერა Loyalty-ის დროს შეუერთდეს. ეს სიმღერა 2017 წლის ალბომ Damn-ში შედის. მათი დუეტი ბილბორდ 100-ში მე-14 ადგილზე გავიდა. 2018 წელს კი საუკეთესო რეპ/ვოკალური შესრულებისთვის გრემის ჯილდო მოიპოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფარელ უილიამსმა ლეგო ვიდეოკლიპი Piece By Piece გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

ბიონსე კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა: „დროა, ამერიკამ ახალი სიმღერა იმღეროს”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Drake 2024 წლის 2 ნოემბერი, კანადა. ფოტო: მარკ ბლინჩი / Getty Images

Drake-მა სარკის წინ გადაღებული სელფი გააზიარა, რაც თითქოს მის მომავალ ალბომ Iceman-ზე მიანიშნებს

გასულ კვირას რეპერმა UFC-ზე ჩარლზ ოლივიერასა და ილია თოფურიას ბრძოლაზე დადებული ფსონით 200 000 დოლარი წააგო
მეტი

„ბილბორდი” ვიეტნამში შედის: ახალი ერა ვიეტნამური მუსიკისთვის

2025 წლის 23 ივნისი - „ბილბორდი” ოფიციალურად შედის ვიეტნამში. Billboard ვიეტნამის პრეზენტაცია ქალაქ ხოშიმინში გაიმართა.
მეტი