კარნეგი-ჰოლში გიორგი გიგაშვილის კონცერტის ბილეთები სრულად გაყიდულია

ქართველი პიანისტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში 31 ოქტომბერს დაუკრავს.

31 ოქტომბერს გიორგი გიგაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის, კარნეგი-ჰოლის სცენაზე სოლო კონცერტით წარდგება. ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე ქართველი პიანისტი სოციალურ ქსელში კონცერტის აფიშის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მითითებულია, რომ ბილეთები სრულად გაყიდულია.

„ვდგავარ ჩემი სრულად გაყიდული კონცერტის აფიშის წინ და სავსე ვარ მადლიერებითა და ბედნიერებით, რომ მაქვს საშუალება, ჩემი მუსიკა ნიუ-იორკს გავუზიარო,” – წერს გიგაშვილი ინსტაგრამის პოსტში, სადაც ის ასევე ეხმაურება საქართველოში ამჟამად განვითარებულ მოვლენებს და ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს საერთო კულტურულ ღირებულებებს. 

„მადლობა ნიუ-იორკს ჩემი მიღებისთვის. მაქვს იმედი და შემართება, რაც შთაგონებულია საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობით.”

კონცერტზე ქართველი პიანისტი შეასრულებს სკარლატის, შუმანისა და პროკოფიევის სონატებს, ასევე შოპენის საფორტეპიანო ბალადას. ღონისძიება არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოების ამერიკელი პარტნიორების ორგანიზებით ტარდება. შეგახსენებთ, რომ გიორგი გიგაშვილი 2023 წლის რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის ვერცხლის პრიზიორია

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyga 2018 წლის 30 აგვისტო Beauty & Essex, ლოს ანჯელესი სამი დრასინი

ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი TYGA თბილისს ეწვევა

შემდეგი სტატია

ლედი გაგა ჟასმინ საფაიანი

ნახეთ ლედი გაგას ახალი კინემატოგრაფიული ვიდეოკლიპი Disease

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი