50 Cent-ის თქმით, Diddy-ს ერთ-ერთი ტრეკის ტექსტის დაწერაში მას Jay Z დაეხმარა

ტექსტში სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა ნახსენები.
50 Cent, Diddy და Jay Z, 2007 წელი. ფოტო: Scott Gries/Getty Images

რეპერი 50 Cent კვლავაც აგრძელებს სარკასტული კომენტარების გაკეთებას Diddy-ს მისამართით.

29 ოქტომბერს, The Breakfast Club-ის შოუში სტუმრობისას, საუბარი Diddy-ს შეეხო. რადიო შოუს წამყვანმა, Charlamagne Tha God-მა, რეპერს კითხვა დაუსვა იმ მოკლე ვიდეოს შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ 50 Cent-მა Diddy-ს დაუწერა ტექსტი ტრეკებისთვის Let’s Get It და I Get Money (Forbes 1, 2, 3 Remix), რომლებიც დანაშაულების აღიარებასავით ჟღერს. კითხვის დასმისას Charlamagne-მა თავად გაახმოვანა ტექსტის დასაწყისი ტრეკიდან  Let’s Get It. ტექსტის შინაარსი შემდეგნაირად ჟღერს: „მე ვმართავ ამ ქალაქს. გამოიძახეთ პოლიცია, პროკურორი და ფედერალები.” 50 Cent-მა კი გაიცინა და უპასუხა – „მე არ მითქვამს Diddy-ისთვის, რომ ეს გაეჟღერებინა.“

შემდეგ The Breakfast Club-ის წამყვანმა   გააჟღერა კიდევ ერთი ტრეკის, I Get Money-ს გარემიქსებული ვერსია, სადაც Diddy-ს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებია ნახსენები. 50 Cent-მა კი გაამხილა, რომ ამ ტექსტის დაწერაში მას Jay-Z დაეხმარა. „Jay Z-მ დაწერა ის ნაწილი, სადაც სროლასა და დაპირისპირებაზეა საუბარი.” შემდეგ მან დუეინ დევისი, იგივე Keefe D-იც ახსენა, რომელიც ამჟამად 2Pac-ის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით არის დაკავებული და დიდი ხანია ამტკიცებს, რომ თუფაქ შაკურის სიკვდილი Diddy-ს სურდა.

Jay Z-ს შესახებ საუბრისას 50 Cent-მა აღნიშნა: „Jay Z იმახსოვრებს იდეას, თავში ინახავს, რათა შემდგომ ამის გაჟღერება ისე შეძლოს, რომ არ დაწეროს.“

50 Cent დიდი ხანია ღიად საუბრობს Diddy-ზე და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე. რეპერმა შონ კომბსის (Diddy)  შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, რომელიც Netflix-ზე გამოვა.

იხილეთ The Breakfast Club-ის სრული ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A COMPLETE UNKNOWN - სიმღერა Subterranean Homesick Blues Courtesy Photo

ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმის თიზერში ტიმოთე შალამე სიმღერას Subterranean Homesick Blues-ს თავად ასრულებს

შემდეგი სტატია

ტომ იორკმა კონცერტი მაყურებლის მიერ ისრაელი-ჰამასის ომის გაპროტესტების შემდეგ შეაჩერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი