Bloody Mary-ის ცნობილი ტრენდის შემდეგ ლედი გაგა სერიალ Wednesday-ს მეორე სეზონში მიიღებს მონაწილეობას

Wednesday-ს ახალი სეზონის პრემიერა 2025 წლისთვის იგეგმება.
ლედი გაგა. ფოტო: JB Lacroix/FilmMagic

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლედი გაგას სიმღერა Bloody Mary სოციალურ ქსელ TikTok-ში ტრენდად იქცა. ეს არის ვირუსული ტრენდი, რომელიც ნეტფლიქსის შოუს, Wednesday-ს უკავშირდება. ახლახან საერთაშორისო პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლედი გაგა სერიალის სამსახიობო გუნდს შეუერთდა. 

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, გაგა Addams Family-ს ისტორიით შთაგონებული შოუს მეორე სეზონში მთავარი როლის შემსრულებელ ჯენა ორტეგასთან ერთად გამოჩნდება. Wednesday-ს ახალი სეზონის პრემიერა 2025 წლისთვის იგეგმება. ლედი გაგას როლის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სერიალის გადაღებები უკვე მიმდინარეობს ირლანდიაში.

Billboard-მა კომენტარისთვის ლედი გაგას და Netflix-ის წარმომადგენლებს მიმართა.

ლედი გაგას მეორე სეზონში გამოჩენა ვარსკვლავისათვის პირველ ოფიციალური თანამშრომლობაა Wednesday-ს შემქმნელებთან, თუმცა არტისტი არაოფიციალურად ამ შოუსთან ჯერ კიდევ პირველი სეზონის პრემიერისას, 2022 წელს გადაიკვეთა. ეს ისტორია ჯენა ორტეგას ცნობილ სცენას უკავშირდება, სადაც ვენსდეი ადამსის პერსონაჟი The Cramps-ის 1981 წლის სიმღერაზე, Goo Goo Muck-ზე ცეკვავს. ეს ფრაგმენტი სოციალურ ქსელებს ვირუსულად მოედო, ფანებმა კი ის ახლებური ინტერპრეტაციით დაამონტაჟეს და ფონად გაგას სიმღერა Bloody Mary დაამატეს. მონტაჟის ასეთმა ვერსიამ TikTok-ზე ტრენდი შექმნა – მომხმარებლები გაგას სიმღერაზე ვენსდეი ადამსის ცნობილ ქორეოგრაფიულ ნომერს თავადვე ასრულებდნენ და სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ. Bloody Mary-ს ტრენდმა განაპირობა ისიც, რომ სიმღერა მისი გამოსვლიდან 11 წლის შემდეგ Billboard Hot 100-ში მოხვდა. 

რაც შეეხება თავად სერიალს, Wednesday-ის პირველ სეზონში მოქმედება მთავარი პერსონაჟის, ვენსდეი ადამსის ირგვლივ ვითარდება, როცა ის ჯადოქრებისათვის განკუთვნილ მაგიურ კოლეჯში იწყებს სწავლას. ჯენა ორტეგასთან ერთად, შოუს მთავარ როლში მაყურებელმა ასევე იხილა კეტრინ ზეტა-ჯონსი, რომელიც მორტიშა ადამსს განასახიერებს. 

Bloody Mary-ის ცნობილი ტრენდის დროს ორტეგამ გაგას სერიალში მონაწილეობის შესაძლებლობა განიხილა. 2023 წლის იანვარში Golden Globes-ის წითელ ხალიჩაზე ორტეგამ აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, Netflix-ს ის ძალიან მოეწონება.”

წელს გაგამ ხოაკინ ფენიქსთან ერთად Joker: Folie à Deux-ში ჰარლი ქუინის როლი შეასრულა, რის პარალელურადაც ფილმის თანმხლები მუსიკალური ალბომი – Harlequin გამოსცა. ლედი გაგას სამსახიობო კარიერა ასევე მოიცავს ფილმებს: A Star Is Born და House of Gucci. გაგა სერიალ American Horror Story-შიც მონაწილეობდა. 

ამჟამად მომღერალი თავისი მეშვიდე სტუდიური ალბომის გამოსაცემად ემზადება. პრემიერა თებერვალშია დაგეგმილი. ალბომის მთავარი სინგლი სახელწოდებით Disease ოქტომბრის ბოლოს გამოვიდა და Billboard-ის Hot 100-ის ჩარტში 27 ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler, The Creator ახალი ალბომის, Chromakopia-ს შექმნის პროცესზე გადაღებულ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ქუინსი ჯონსი 2018 წლის 27 ნოემბერი, ჰოლივუდი. Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic.

ქუინსი ჯონსის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი