SZA-ს თქმით მალე ორ ახალ პროექტს წარადგენს, მათ შორის სტუდიურ ალბომს, სახელწოდებით Lana

არტისტი თავისი მეორე სტუდიური ალბომის, SOS-ის დელუქს ვერსიის გამოცემასაც გეგმავს.
SZA. ფოტო: Astrida Valigorsky/WireImage

2022 წლის დეკემბერში SZA-მ წარმატებული მეორე ალბომით, სახელწოდებით SOS, მუსიკალური სცენა დაიპყრო. თუმცა, ამის შემდეგ, 35 წლის ვარსკვლავი შედარებით პასიურ რეჟიმში გადავიდა. ახლახან British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა თქვა, რომ მზადაა, ისევ აქტიურად დაუბრუნდეს მუსიკას და ამჟამად ორი ახალი სიმღერაც აქვს გამოსაქვეყნებლად გამზადებული.

გამოცემის ინფორმაციით, მზადდება როგორც SOS-ის ე.წ. დელუქს ვერსია, ასევე SZA-ს მესამე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Lana. „ვგრძნობ, რომ მუსიკას ცხოვრების უფრო მშვენიერი წერტილიდან ვქმნი. მეტად იმედისმომცემი ადგილიდან და არა ნეგატივით სავსე გარემოებებიდან,“ – განმარტა SZA-მ. „ჩემ გარშემო არსებული სირთულეები ჩემი იდენტობა აღარ არის. ეს უბრალოდ მოვლენებია, რაც თავს გადამხდა. დიახ, სისასტიკე გამოვცადე, მაგრამ ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშორო. ნელ-ნელა ჩემი მუსიკა ამისგან თავისუფლდება და უფრო მსუბუქი ხდება“.

სტატიაში SZA-ს შესახებ ასევე საუბრობს კენდრიკ ლამარი. აღსანიშნავია, რომ ორივე მუსიკოსს ერთ ლეიბლთან, TDE-სთან აქვს კონტრაქტი. კენდრიკ ლამარი SZA-ს შემოქმედებით თავისუფლებაზე საუბრისას აღნიშნავს: „ვხედავ უფრო ღია და თვითგამომხატველ SZA-ს. მორცხვობა თითქოს გაუჩინარდა, გარკვეულწილად მაინც. მას უკვე აქვს პასუხები იმაზე, რაშიც ადრე ეჭვი ეპარებოდა და ყველაფერს გამორჩეულ კომპოზიციებში გვიზიარებს.“

როდესაც SOS გამოვიდა, 318 000 ერთეული ალბომის ეკვივალენტით, ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ეს 2022 წლის მესამე ყველაზე წარმატებული დებიუტი იყო. ალბომი ჯამში 10 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩარტის წამყვან პოზიციას და გახდა ქალი შემსრულებლის პირველი R&B ალბომი, რომელიც ათზე მეტი კვირის განმავლობაში იყო წარმოდგენილი ლიდერ პოზიციაზე. ეს შედეგი SZA-მდე მერაია ქერიმ 1991 წელს გამოშვებული ალბომით შეძლო, როცა ჩარტის ლიდერის სტატუსს 11 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა.

SOS-ის მთავარი სინგლი, Kill Bill, ასევე პირველ ადგილს იკავებდა Hot R&B/Hip-Hop Songs-ის ჩარტში. ალბომმა 21 კვირის განმავლობაში არ დათმო ლიდერის სტატუსი და ამით ჩარტის ყველა დროის რეკორდი მოხსნა. 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე SZA ნომინანტებს შორის ცხრა ნომინაციით ლიდერობდა. არტისტმა სამი გრემი მიიღო. SOS დასახელდა წლის საუკეთესო პროგრესულ R&B ალბომად; სინგლი Snooze გახდა საუკეთესო R&B სიმღერა, ხოლო ფიბი ბრიჯერსთან კოლაბორაციით შექმნილმა ნამუშევარმა Ghost in the Machine, საუკეთესო პოპ დუეტი/ჯგუფის შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გაიცანით Lisa-ს სამყარო

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-ს Footwear News Achievement Awards-ზე წლის კოლაბორაციისათვის ჯილდოს გადასცემენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი