თბილისში ბრიტანული ჯგუფის, Blue-ს კონცერტი გაიმართება

Blue არაერთი ჰიტის ავტორია. მათ შორის არის ელტონ ჯონთან ერთად შესრულებული Sorry Seems to Be the Hardest Word.
Blue

მუსიკალური ივენთების პლატფორმა Sparks ახალ კონცერტს აანონსებს. 4 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 2000-იანი წლების პოპულარული ბრიტანული პოპ ჯგუფი Blue წარდგება.

Blue-ს დისკოგრაფია არაერთ ჰიტს მოიცავს. მათ შორის არის ელტონ ჯონთან ერთად შესრულებული Sorry Seems to Be the Hardest Word, One Love და All Rise. 

Blue 2000 წელს ლონდონში ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრები არიან საიმონ ვები, ლი რაიანი, დანკან ჯეიმსი და ენტონი კოსტა. Blue-მ მალევე მოიპოვა პოპულარობა პოპისა და R&B-ს ჟანრებში. ბოიბენდმა 2001 წელს სადებიუტო ალბომი All Rise გამოსცა. მათი მეორე ალბომი, One Love, რომელიც 2002 წელს გამოვიდა, ასევე წარმატებული აღმოჩნდა და ჯგუფმა მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ჩანაწერი გაყიდა. 

2005 წელს ჯგუფმა დროებითი შემოქმედებითი პაუზა აიღო, რათა წევრებს სოლო კარიერებზე ემუშავათ, თუმცა 2011 წელს კვლავ გაერთიანდნენ და Eurovision-ის კონკურსზე ბრიტანეთი წარადგინეს სიმღერით I Can. შემდგომი წლების განმავლობაში Blue-მ კიდევ რამდენიმე ალბომი გამოუშვა და ტურნეებიც გამართა. 

კონცერტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე ფილმ Wicked-ის პრემიერაზე 2024 წლის 18 ნოემბერი, ლონდონი. Tim P. Whitby/Getty Images

არიანა გრანდეს აზრით ფილმ Wicked-იდან  მისი პერსონაჟი Glinda  გრძნობების გამოხატვას ერიდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი