Wicked-მა გამხსნელ საპრემიერო დღეებში 114 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც Gladiator II უკან ჩამოიტოვა

ჯონ ემ ჩუს სარეჟისორო ნამუშევარში არიანა გრანდე და სინთია ერივო მონაწილეობენ.
Wicked
Courtesy Photo

Wicked მადლიერების დღის წინა კვირას კინოგაქირავების ლიდერია. Broadway-ს ცნობილი მიუზიკლის ადაპტაციამ, რომლის მთავარ როლებსაც არიანა გრანდე და სინთია ერივო ასრულებენ, აშშ-ში პრემიერის პირველივე კვირაში 114 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც The Hollywood Reporter-ის მონაცემებით, მას წლის მესამე ყველაზე წარმატებულ პრემიერად აქცევს.  

ეს მაჩვენებელი Deadpool & Wolverine-ისა და Inside Out 2-ის შემდეგ დგას სარეიტინგო სიაში და Broadway-ს მიუზიკლის კინოადაპტაციის ახალი რეკორდია. ამ შედეგით Wicked დიდ ეკრანზე გამოსული მიუზიკლების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრემიერადაც ითვლება. ჯონ ემ ჩუს მიერ გადაღებულმა Wicked-მა გლობალურად უკვე 164.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.  

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ პარალელურად მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე გამოჩნდა კინოსტუდია Paramount-ის Gladiator II, რომელიც რიდლი სკოტის ოსკაროსანი ფილმის გაგრძელებაა. ფილმმა აშშ-ში პირველ კვირაში 55.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. The Hollywood Reporter-ის ცნობით, კინოსურათმა საერთაშორისო კინოგაქირავებიდან უკვე 165.5 მილიონი დოლარი მიიღო.  

იყო მოლოდინი, რომ ორი ფილმის პარალელური პრემიერები ე.წ. Barbenheimer-ის ეფექტის ერთგვარი გაგრძელება იქნებოდა, რაც 2023 წელს Barbie-სა და Oppenheimer-ის ერთდროულ წარმატებას გულისხმობდა. თუმცა, Wicked და Gladiator II საპრემიერო კვირაში Barbie-სა და Oppenheimer-ის აქტუალობასა და კომერციულ წარმატებას ვერ მიუახლოვდნენ. მიუხედავად ამისა, მათ მყარად წარმატებული შედეგები აჩვენეს.  

Wicked-ის პერსონაჟებმა, ერივოსა და გრანდეს გმირებმა, კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურეს. მიუზიკლის კინოადაპტაციის პრემიერასთან ერთად ასევე გამოვიდა ფილმის საუნდტრეკების ალბომი, სახელწოდებით Wicked: The Soundtrack, რომელიც 11 კომპოზიციას და ახალ ორკესტრულ ნაწარმოებს მოიცავს. 

იფილმის მეორე ნაწილი 2025 წლის ნოემბერში გამოვა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nick Cave Joel Ryan

ნიკ ქეივმა ბობ დილანის ტვიტს უპასუხა და მის კომპლიმენტს „სიხარულის მშვენიერი იმპულსი” უწოდა

შემდეგი სტატია

ლას-ვეგასის ბოლო კონცერტზე თვალცრემლიანი ადელი მსმენელს დაემშვიდობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი