სოულის ლეგენდარული მომღერალი სემ მური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

მურმა სახელი გაითქვა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესული დუეტით Sam & Dave.
სემ მური
Jeremy Westby

სემ მური, სოულის ლეგენდარული მომღერალი და დუეტ Sam & Dave-ის წევრი, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ქირურგიული ჩარევის შემდგომი გართულება გახდა. 

მური, რომელიც აღიარებული იყო ისეთი არტისტების მიერ, როგორებიც არიან ბრიუს სპრინგსტინი, ფილ კოლინსი, გართ ბრუკსი და ბონ ჯოვი, უნიკალური და ადვილად საცნობი ტენორით გამოირჩეოდა, რომელიც პირველად აუდიტორიამ Sam & Dave-ის 1960 წლის ჰიტებში მოისმინა: Hold On, I’m Coming და გრემის მფლობელი Soul Man. ორივე სიმღერა Billboard Hot R&B ჩარტის ლიდერი გახდა, ისევე, როგორც I Thank You და When Something Is Wrong with My Baby. 

დუეტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე მისი მკვლელობის შემდეგ, 1968 წელს, შესულია როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

2006 წელს, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, მურმა ალბომი Overnight Sensational გამოსცა, რომელშიც მონაწილეობენ ბონ ჯოვი, სტინგი, ბრიუს სპრინგსტინი და ბილი პრესტონი, რომელთან ერთად შესრულებულმა დუეტმა You Are So Beautiful გრემის ნომინაცია დაიმსახურა. 

2019 წელს სემ მურსა და დეივ პრატერს ხმის ჩამწერი აკადემიის უმაღლესი ჯილდო – Lifetime Achievement Award გადაეცათ.

გარდაცვალებამდე მური რუდი პერესთან ერთად გოსპელის ახალ ალბომზე მუშაობდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტიმოთი შალამე Saturday Night Live-ის ეთერში ერთდროულად მასპინძლისა და მუსიკალური სტუმრის როლს მოირგებს

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი 2016 წელი. ფოტო ენტონი ჰარვი

ბრიტნი სპირსმა ლოს- ანჯელესის სახლი ხანძრის გამო დატოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – SUYEN (ფილიპინები) 

ჯერ მხოლოდ 21 წლის სუიენ პინტორმა უკვე მოახერხა ქვეყანაში ინდის ათასობით პატარა ფანის მოხიბვლა თავისი ძლიერი, ტკბილი ხმითა…
მეტი

LL Cool J ახალი დოკუმენტური სერიალის – Hip Hop Was Born Here ტრეილერში მაყურებელს ნიუ-იორკის რეპის ისტორიას უყვება

„თუ გინდათ, დღეს ჰიპ-ჰოპის ძალა გაიგოთ, უნდა დაბრუნდეთ იქ, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო,“ – ამბობს LL Cool J ტრეილერში, როცა ბრონქსის ქუჩებში დადის – იქ, სადაც 70-იან წლებში DJ Kool Herc უკრავდა და კულტურა იბადებოდა.
მეტი