The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
The Weeknd 2023 წლის კანის კინოფესტივალზე
Rocco Spaziani/Archivio Spaziani/Mondadori Portfolio via Getty Images

The Weeknd-მა ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგებთან გასამკლავებლად მომუშავე  ფონდებს 1 მილიონი დოლარი შესწირა. არტისტმა თანხა სამ სხვადასხვა ორგანიზაციას შორის გაანაწილა, რომლებიც დაზარალებულებს ეხმარებიან და ასევე ქალაქის აღდგენაზე მუშაობენ.

როგორც 17 იანვარს გამოცხადდა, აბელ ტესფაიემ, რომელიც ცნობილია როგორც The Weeknd, გადაწყვიტა, დახმარება გაუწიოს ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ფონდს, GoFundMe-ს Wildfire Relief Fund-სა და ლოს-ანჯელესის რეგიონულ საკვების ბანკს. ეს თანხა დაეხმარება პირველადი რეაგირების ჯგუფებს, რომლებიც ლოს-ანჯელესის სხვადასხვა ნაწილში ხანძრების ჩაქრობას კვლავ ცდილობენ. მუსიკოსის მიერ გაღებული თანხა ასევე დაეხმარება ათიათასობით მოსახლეს, რომლებიც იძულებულები გახდნენ, თავიანთი სახლები ევაკუაციის დროს დაეტოვებინათ.

The Weeknd თავისი ფინანსური დახმარებით  ასევე თანამშრომლობს World Food Program USA-სთან და The Weeknd-ის XO Humanitarian Fund-თან. 

The Weeknd-მა ორგანიზაციებისათვის თანხის გადარიცხვამდე ოთხი დღით ადრე გააუქმა თავისი კონცერტი, რომელიც ლოს-ანჯელესში,  Rose Bowl-ში 25 იანვარს უნდა ჩატარებულიყო. კანადელმა ვარსკვლავმა ასევე გადადო LP-ის გამოშვება 31 იანვრამდე. 

„ეს ქალაქი ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების დიდი წყარო. ჩემი ფიქრები ახლა ყველა იმ ადამიანის გარშემოა, ვინც ამ რთულ დროს დაზარალდა. კვლავაც ფოკუსირებული ვიქნები მხარდაჭერაზე და იმ არაჩვეულებრივი ადამიანების დახმარებაზე, რომლებიც თავიდან აშენებენ ყველაფერს,” – აღნიშნა The Weeknd-მა მიმართვაში. 

ტესფაიე იმ ვარსკვლავებს შორისაა, ვინც ლოს-ანჯელესის დახმარების აქტივობებს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც 7 იანვარს გამანადგურებელი ხანძრის კერები პირველად გაჩნდა Pacific Palisades-ში და მთელ ქალაქს სწრაფად მოედო. მალევე ხანძრები ლოს-ანჯელესის ოლქის სხვა ნაწილებშიც გაჩნდა, რასაც მასშტაბური ინფრასტრუქტურის განადგურება და მინიმუმ 25 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარის ჰიტმა Not Like Us პლატფორმა Spotify-ზე ერთ მილიარდ სტრიმს გადააჭარბა

შემდეგი სტატია

სალომე ზურაბიშვილი Guns N’ Roses-ის საქართველოში დაგეგმილ კონცერტს ეხმაურება 

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი