აარონ და ნიკ კარტერების ოჯახის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

ორნაწილიანი პროექტი ოჯახურ ისტორიებზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და დამოკიდებულების პრობლემებზე გვიყვება
ენჯელ და აარონ კარტერები
ენჯელ და აარონ კარტერები

Paramount+-ის ახალი დოკუმენტური ფილმის, The Carters-ის გამოსვლა წლის ბოლოს იგეგმება. 

როგორც 22 იანვარს გამოცხადდა, ორნაწილიანი პროექტი მაყურებელს „ღრმად პერსონალურ ხედვას,  ოჯახის უდიდეს გამარჯვებებსა და ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს,“ რომლებიც ნიკ კარტერის ჯგუფ  Backstreet Boys-თან, და აარონ კარტერის  სოლო კარიერასთან არის  დაკავშირებული. აარონის ტყუპისცალი დის თვალით დანახული დოკუმენტური ფილმი კარტერების ოჯახის ტრაგიკულ ამბავს გვიყვება, სადაც აქამდე გამოუქვეყნებელი საოჯახო ვიდეოები და ექსკლუზიური ინტერვიუები იქნება შესული.

დოკუმენტური ფილმის აღწერაში ვკითხულობთ: „დოკუმენტური ფილმი ამერიკელი თინეიჯერების ნამდვილ კერპებს, ნიკ და აარონ კარტერებს ეძღვნებათ, რომლებიც ყველაფერს ფლობდნენ, თუმცა  მათი განსაკუთრებული ნიჭის მიღმა იყო ოჯახი, რომელიც მენტალური ჯანმრთელობისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემებით იტანჯებოდა.”

ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. რეჟისორმა სოლეი მუნ ფრაიმ განაცხადა: „მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ შევქმნა უსაფრთხო სივრცე, სადაც სხვებს შეეძლებათ თავიანთი სიმართლის გაზიარება… ენჯელის სიმამაცე, რომელსაც ის ოჯახის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების, დამოკიდებულების, ტკივილის, აუტანელი დანაკარგის შესახებ  გამოხატავს,  სიყვარულის ისტორიის გაზიარება და უნიკალურობის დადასტურებაა.“

„ეს დოკუმენტური ფილმი ჩემი ოჯახის სიყვარულის ნაყოფია, ჩვენი ნამდვილი ისტორიის — დანაკარგის, გამძლეობის და განკურნების — გაზიარებით, იმედი მაქვს, რომ პატივს ვცემ ჩვენს განვლილ გზას, რითაც ჩვენს წარსულს იმედისა და მიზნების მიღწევის გზავნილად ვაქცევ მათთვის, ვისაც მსგავსი გამოწვევები აქვს ცხოვრებაში“, – ამბობს ენჯელ კარტერ კონრადი.

კარტერების დედმამიშვილები ხუთნი იყვნენ. ნიკს, აარონსა და ენჯელს  ჰყავდათ დები – ლესლი და ბობი ჯინი. ლესლი 2012 წელს, ბობი ჯინი კი 2023 წელს ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაიცვალნენ. აარონ კარტერი 2022 წლის 5 ნოემბერს კალიფორნიაში, საკუთარ სახლში, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა და დედმამიშვილებმა ასევე დაკარგეს მამა, რომელიც 2017 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

როგორც ჩანს, ნიკ კარტერი დოკუმენტური ფილმის გადაღებებში ჩართული არ არის. ამჟამად მას სამი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს –  შენონ „შეი“ რუთი, ჯგუფ Dream-ის მომღერალი მელისა შუმანი და  ჯეინ დოუ. 2023 წლის აგვისტოში ჯეინ დოუმ სარჩელი შეიტანა, რომელშიც ნიკს  2003 წელს მომხდარ ამბავზე ადანაშაულებს, როდესაც ის 15 წლის იყო და ნიკ კარტერმა არაერთხელ იძალადა მასზე. შენონ „შეი“ რუთმა 2022 წლის დეკემბერში უჩივლა ნიკ კარტერს. მისი თქმით, მომღერალმა იგი თინეიჯერობის პერიოდში ტურისტულ ავტობუსში გააუპატიურა, ხოლო მელისა შუმანმა სარჩელი 2023 წლის აპრილში შეიტანა, სადაც ის ამტკიცებს, რომ ნიკმა მას ნარკოტიკებით გაჯერებული ალკოჰოლი მისცა, როცა ის 18 წლის იყო, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა მასზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრუნო მარსი ჯონ ვ. ესპარზა

ბრუნო მარსმა ახალი სინგლის თიზერი გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

„ახალი თეატრი” საპროტესტო მანიფესტს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

არტისტებმა ცალ-ცალკე შეასრულეს ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: Live and Let Die, Diamonds Are Forever და Skyfall.
მეტი

ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული The Brutalist გახდა

თავის სიტყვაში კომპოზიტორმა დენიელ ბლუმბერგმა ფილმის რეჟისორ ბრედი კორბეტს „შემოქმედებითი სულიერი მეგობარი“ უწოდა.
მეტი