Billboard Unfiltered: კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show „ნამდვილი რეპშოუ იყო”

კენდრიკმა თავის რეზიუმეს კიდევ ერთი უკვდავების ქვა შემატა.
კენდრიკ ლამარი Super Bowl Halftime Show-ზე
Christopher Polk

2025 წელი განსაკუთრებულად დაიწყო ჰიპ-ჰოპ სამყაროსთვის და Billboard Unfiltered-ის ბოლო ეპიზოდი სწორედ ამ თემას მიეძღვნა. ეპიზოდის პირველი თემა კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show იყო.

„ბილბორდის” მთავარმა რედაქტორმა დამიან სკოტმა ლამარის გამოსვლას საკუთარი ბეჭედი დაასვა და თქვა, რომ ამერიკის ყველაზე დიდ სცენაზე კენდრიკმა „ნამდვილი რეპშოუ” დადგა.

„ჩვენ მანამდეც გვყოლია რეპერები, მაგრამ არასდროს გვიხილავს რეპერი ჰედლაინერად და მე მიხარია, რომ ეს სწორედ კენდრიკი იყო, რადგან რაც მივიღეთ, ეს ნამდვილი რეპშოუ იყო. იცით, რა რთულია DNA-ის გარეპვა? ვერც კი წარმოვიდგენ ამის გაკეთებას ტყავის ჟაკეტში.” – თქვა სკოტმა.

პოდკასტის წამყვანის, კაილ დენისის თქმით, მას მოეწონა, რომ კენდრიკმა შოუზე ახალი ალბომის სიმღერები შეასრულა, მაშინ, როცა უამრავი არტისტი გვინახავს, რომლებმაც Super Bowl-ის სცენა მათი ძველი ჰიტების პოპურად აქციეს, რათა ფართო აუდიტორიისთვის ესიამოვნებინათ.

„რამდენადაც მინდოდა, რომ ძველი სიმღერებიც მომესმინა, იმდენად მართლა ვისიამოვნე იმით, რაც მან გააკეთა,” – თქვა დენისმა. 

„ბილბორდის” ჰიპ-ჰოპ რედაქტორმა ანხელ დიასმა გაამხილა, რომ თავიდან შოუს ემოციებმა გადაღალა, თუმცა მას შემდეგ, რაც თამაშის ქაოსური გარემო დატოვა და შოუს ხელახლა უყურა, მაშინ დააფასა ის, რაც კენდრიკმა სცენაზე გააკეთა. 

„ეს შთამბეჭდავი იყო,” – თქვა მან. სკოტმა კენდრიკისა და დრეიკის კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა და დრეიკი გააფრთხილა, კენდრიკის სახელი აღარ ეხსენებინა და ცხოვრება განეგრძო. „აღარასდროს ახსენო მისი სახელი. უბრალოდ თავი დაანებე, დასრულდა, ძმაო,” – მიმართა მან დრეიკს. 

ეპიზოდის მეორე ნაწილი კი კანიე უესტს დაეთმო, რომელმაც ცოტა ხნის წინ ანტისემიტური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი პოსტების სერია გამოაქვეყნა. 

ნახეთ Billboard Unfiltered-ის ახალი ეპიზოდი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი ბენი ბლანკოსთან თანამშრომლობით შექმნილ ახალ ალბომს აანონსებს

შემდეგი სტატია

Irakli Gabriel-ის ახალი სიმღერა City in Chains

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი