2025 წლის BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია

წლის საუკეთესო ფილმად Conclave დასახელდა. კინოსურათმა The Brutalist-თან ერთად ყველაზე მეტი – ოთხ-ოთხი ჯილდო მოიპოვა.
გერმანელი რეჟისორი ედვარდ ბერგერი ლონდონში, Southbank Centre-ის Royal Festival Hall-ში, BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე. 2025 წლის 16 თებერვალი
Justin Tallis/AFP via Getty Images

2025 წლის BAFTA-ს დაჯილდოებაზე Conclave წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა. კინოსურათმა The Brutalist-თან ერთად ყველაზე მეტი – ოთხ-ოთხი ჯილდო მოიპოვა. ცერემონია კვირას, 16 თებერვალს, ლონდონის Royal Festival Hall-ში გაიმართა, ხოლო წამყვანის როლი Doctor Who-ს ვარსკვლავმა, დევიდ ტენანტმა მეორედ მოირგო.  

Conclave-მა წლის საუკეთესო ფილმის ტიტულის გარდა, მოიპოვა ჯილდოები საუკეთესო ბრიტანული ფილმის, ადაპტირებული სცენარისა და მონტაჟისთვის. The Brutalist-მა კი გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (ედრიენ ბროუდი), საუკეთესო რეჟისორი (ბრეიდი კორბეტი), საუკეთესო ორიგინალური მუსიკა (დენიელ ბლუმბერგი) და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი (ლოლ კროული).  

ორ-ორი ჯილდო გადაეცა ფილმებს: Emilia Pérez, A Real Pain, Wicked, Dune: Part Two, Anora და Wallace & Gromit: Vengeance Most Fowl. ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმი A Complete Unknown კი ექვსი ნომინაციის მიუხედავად, გამარჯვების გარეშე დარჩა.  

ედრიენ ბროუდი უკვე არაერთი დაჯილდოების გამარჯვებულია და ის ოსკარის მთავარი ფავორიტიც არის. თუმცა, სხვა წამყვანი კატეგორიები ჯერ კიდევ გაურკვეველია. The Brutalist-მა და Emilia Pérez-მა საუკეთესო ფილმის ჯილდო მოიპოვეს ოქროს გლობუსზე, ხოლო Anora-მ გაიმარჯვა Critics Choice Awards-ზე და ასევე Producers Guild, Directors Guild-ის და Writers Guild-ის დაჯილდოებებზე. BAFTA-ზე Conclave-ის გამარჯვებამ ოსკარამდე კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა განაპირობა.  

მიუხედავად იმისა, რომ BAFTA-ზე საუკეთესო მსახიობი ქალი Anora-ს მაიკი მედისონი გახდა, ოსკარისთვის ბრძოლა კვლავ დაძაბულია, სადაც დემი მური (The Substance) გამარჯვებულის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად რჩება.  

გასულ წელს BAFTA-სა და ოსკარის რვავე წამყვან კატეგორიაში გამარჯვებულები სრულად დაემთხვა. ამის საპირისპიროდ, ორი წლის წინ არც ერთი კატეგორია არ დაემთხვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში BAFTA-ს საუკეთესო ფილმის მხოლოდ ორმა გამარჯვებულმა მოიპოვა ოსკარი წლის საუკეთესო ფილმისთვის. ესენი იყო: Nomadland (2021) და Oppenheimer (2024).  

დენიელ ბლუმბერგი, რომელმაც BAFTA მოიპოვა საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის (The Brutalist), ასევე ნომინირებულია ოსკარზე. ის ლონდონელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და სიმღერების ავტორია. 2005-2009 წლებში იყო Cajun Dance Party-ის დამფუძნებელი წევრი და ვოკალისტი, ხოლო 2009-2013 წლებში – ფრონტმენი და გიტარისტი ჯგუფ Yuck-ში.  

გაიცანით 2025 წლის BAFTA-ის გამარჯვებულები:  

საუკეთესო ფილმი 

Anora – ალექს კოკო, სამანტა ქუანი, შონ ბეიკერი  

The Brutalist – ნიკ გორდონი, ბრაიან იანგი, ენდრიუ მორისონი, DJ გუგენჰაიმი, ბრეიდი კორბეტი  

A Complete Unknown – ფრედ ბერჯერი, ალექს ჰაინემანი, ჯეიმს მენგოლდი  

გამარჯვებული: Conclave – ტესა როსი, ჟულიეტ ჰაუელი, მაიკლ ეი ჯეკმანი  

Emilia Pérez – პასკალ კოშტე, ჟაკ ოდიარი  

საუკეთესო მსახიობი ქალი

სინტია ერივო, Wicked 

კარლა სოფია გასკონი, Emilia Pérez

მარიან ჟან-ბატისტი, Hard Truths

გამარჯვებული: მაიკი მედისონი, Anora

დემი მური, The Substance  

სირშა რონანი, The Outrun

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

გამარჯვებული:  ედრიენ ბროუდი, The Brutalist 

ტიმოთი შალამე, A Complete Unknown  

კოლმან დომინგო, Sing Sing 

რეიფ ფაინსი, Conclave

ჰიუ გრანტი, Heretic

სებასტიან სტენი, The Apprentice 

საუკეთესო რეჟისორი

Anora — შონ ბეიკერი  

გამარჯვებული: The Brutalist – ბრეიდი კორბეტი  

Conclave – ედვარდ ბერგერი  

Dune: Part Two – დენი ვილნევი  

Emilia Pérez – ჟაკ ოდიარი  

The Substance – კორალი ფარჯეა  

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

Anora – შონ ბეიკერი  

The Brutalist – ბრეიდი კორბეტი და მონა ფასტვოლდი  

Kneecap – რიჩ პეპიატი, ნაოიშე ო კაირელანი, ლიამ ოგ ო ჰანაიდი, ჯეი ჯეი ო დოჰარტი  

გამარჯვებული:  A Real Pain – ჯესი აიზენბერგი  

The Substance – კორალი ფარჯეა  

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი  

A Complete Unknown – ჯეიმს

მენგოლდი და ჯეი კოკსი  

გამარჯვებული: Conclave – პიტერ სტრაუგანი  

Emilia Pérez – ჟაკ ოდიარი

Nickel Boys – რამელ როსი და ჯოსლინ ბარნსი  

Sing Sing – კლინტ ბენტლი, გრეგ კვედარი, კლარენს მაკლინი, ჯონ უიტფილდი  

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა

გამარჯვებული: The Brutalist – დენიელ ბლუმბერგი  

Conclave – ვოლკერ ბერტელმანი  

Emilia Pérez – კამილ, კლემან დუკოლი  

Nosferatu – რობინ კაროლანი  

The Wild Robot – კრიზ ბაუერსი  

იხილეთ 2025 წლის BAFTA-ის გამარჯვებულების სრული სია

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსმა ბრიტანი ჰოვარდთან ერთად SNL-ის საიუბილეო პროგრამაში Nothing Compares 2 U შეასრულა

შემდეგი სტატია

ფრანგი რეპერი Gims განდაგანას ქავერს TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი