კენდრიკ ლამარმა და SZA-მ Super Bowl-ის შოუს შემდეგ Billboard 200-ის ჩარტში ისტორიულ შედეგს მიაღწიეს

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Super Bowl-ის შოუს ორი შემსრულებელი Billboard 200 ჩარტის პირველ და მეორე ადგილს იკავებს.
კენდრიკ ლამარი და SZA სცენაზე Super Bowl LIX - ნახევარფინალურ შოუზე. 2025 წლის 9 თებერვალი, ნიუ ორლეანი, ლუიზიანა. ჯეიმი სკუაირი / Getty Images
კენდრიკ ლამარი და SZA სცენაზე Super Bowl LIX – ნახევარფინალურ შოუზე. 2025 წლის 9 თებერვალი, ნიუ ორლეანი, ლუიზიანა. ჯეიმი სკუაირი / Getty Images

9 თებერვალს, 2025 წლის Super Bowl-ის შოუს შემდეგ, მთავარი შემსრულებელი კენდრიკ ლამარი თავისი ალბომით GNX Billboard 200-ის ჩარტის პირველ ადგილზე ბრუნდება, აღნიშნული პოზიცია მან  უკვე მეორედ დაიკავა. ამავე დროს, შოუზე მოწვეულმა სპეციალურმა სტუმარმა  SZA-მ ალბომით SOS – ჩარტში მესამე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა.

ჩარტში კენდრიკ ლამარისა და SZA-ს პირველ-მეორე ადგილებზე გასვლა ისტორიული მოვლენაა, –  ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც Super Bowl-ის ნახევარფინალური შოუს ორი შემსრულებელი ღონისძიების შემდეგ Billboard 200-ის ლიდერ პოზიციებს იკავებს.

Billboard 200 ჩარტში GNX და SOS ალბომების დაწინაურებას Super Bowl-ის შოუს გარდა დამატებითი ფაქტორებიც უწყობდა ხელს.

კენდრიკ ლამარის ალბომი GNX 7 თებერვალს პირველად გამოვიდა ფიზიკურ ფორმატში, რაც 2017 წლის შემდეგ არტისტისთვის ყველაზე დიდი გაყიდვების კვირეულად იქცა. SZA-ს ალბომი SOS კი 9 თებერვალს ხელახლა გამოიცა, რომელშიც დამატებით ოთხი ტრეკი შევიდა, ამ უკანასკნელმა კი ალბომის პოპულარობას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

ბოლოდროინდელი Billboard 200 ჩარტი  აშშ-ში 7-13 თებერვალს მიღებულ აქტივობებს ასახავს. 22 თებერვლის ჩარტი კი სრულად Billboard-ის ვებგვერდზე 19 თებერვალს გამოქვეყნდება.

კენდრიკ ლამარის ჩარტებში ლიდერ პოზიციაზე მოხვედრამდე, უკანასკნელი Super Bowl-ის ნახევარფინალური შოუს შემსრულებელი, რომელიც გამოსვლის შემდეგ Billboard 200-ის პირველ ადგილზე მოხვდა, 2018 წელს ჯასტინ ტიმბერლეიკი იყო. მისი ალბომი Man of the Woods ჩარტის სათავეში 17 თებერვალს მოხვდა. აღნიშნული ალბომი 2 თებერვალს გამოვიდა – ორი დღით ადრე, სანამ ჯასტინ ტიმბერლეიკი Super Bowl-ის ჰედლაინერი გახდებოდა.

კენდრიკ ლამარს  Super Bowl-ის ნახევარფინალური შოუს დროს სცენაზე ორი სიმღერით  SZA შეუერთდა: Luther (GNX) და All the Stars (2018 წლის ფილმის Black Panther-ის საუნდტრეკი).
Super Bowl-ის შოუზე არტისტების გამოსვლა კენდრიკ ლამარისა და SZA-ს ერთობლივი მასშტაბური ტურნეს  Grand National Tour-ის წინასწარი წარდგენაც იყო, რომელიც 19 აპრილს, მინეაპოლისში დაიწყება. ტური აშშ-ში და კანადაში ივლისამდე გაგრძელდება, შემდეგ კი ევროპაში გადაინაცვლებს. დასკვნითი კონცერტი 9 აგვისტოს, სტოკჰოლმში გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

როგორ მიჰყავთ Saturday Night Live-ის პროდიუსერებს მსოფლიოს ყველაზე დიდი ვარსკვლავები ნიუ-იორკის ექსკლუზიურ სცენაზე

შემდეგი სტატია

Anana Kaye - Love is

Anana Kaye-ს ახალი სიმღერა Love is

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი