შეცვლის თუ არა Drake კენდრიკ ლამარს მომავალ კვირას Billboard 200-ის სათავეში?

Drake ახალი კოლაბორაციული ალბომის გამოსვლის შემდეგ, კვლავ ცდილობს, ჩარტების სათავეში დაბრუნდეს
Drake, ატლანტა, 2022 წლის 9 დეკემბერი. Prince Williams/Wireimage
Drake, ატლანტა, 2022 წლის 9 დეკემბერი. Prince Williams/Wireimage

The Contenders Billboard-ის შუა კვირის სვეტია, რომელიც  იმ არტისტებს აანალიზებს და პროცესებს განსაზღვრავს, რომლებიც Billboard-ის ჩარტების მწვერვალისკენ ისწრაფვიან და ამისთვის სტრატეგიულად მოქმედებენ. 

პირველი მარტით დათარიღებული Billboard 200-ის ჩარტში მოსალოდნელი შედეგებისთვის, ვიხილავთ, თუ რამდენად აქვს შანსი Drake-სა და PartyNextDoor-ის ახალ, სრულმასშტაბიან, ერთობლივ ალბომს, რათა კენდრიკ ლამარი ლიდერ პოზიციაზე ჩაანაცვლოს.

PartyNextDoor & Drake – $ome $exy $ongs 4 U

2024 წელს კენდრიკ ლამართან დაპირისპირების შემდეგ, რომელიც კულტურულ მოვლენად იქცა, Drake-მა ბევრი გამარჯვება ვერ მოიპოვა. ეს დაძაბულობა დღემდე იგრძნობა – თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი. ლამარი სიმღერით Not Like Us კვლავ დომინირებს, არტისტმა ახლახან ხუთი გრემი მოიგო და Super Bowl-ის ნახევარფინალი ისტორიულად ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. თუმცა, შესაძლოა, Drake-მა მალე გამარჯვება იზეიმოს. $ome $exy $ongs 4 U – მისი პირველი სრულფასოვანი ალბომია 2023 წლის For All the Dogs-ის შემდეგ,  რომელიც R&B ჟანრის ნამუშევარია და ვალენტინობის დღეს გამოვიდა. არტისტმა კოლაბორაციული ალბომი PartyNextDoor-თან, ერთად ჩაწერა, რომელიც მისივე ლეიბლის, OVO-ს, წევრიც არის.

21-ტრეკიანი ალბომი გამოსვლისთანავე Spotify-ის (Daily Top Songs USA) და Apple Music-ის ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა. ალბომმა პირველივე დღეს სტრიმინგით Apple Music-ის ისტორიაში ყველაზე დიდი R&B/Soul ალბომის რეკორდი დაამყარა  და გლობალურად, კვლავ ინარჩუნებს მყარ პოზიციებს.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომის ბევრი ტრეკის ყოველდღიური სტრიმინგი შემცირდა, ზოგიერთმა სიმღერამ რეიტინგული ზრდა მაინც განაგრძო, მაგალითად Die Trying-მა და ასევე Nokia-მ, რომელშიც პოპის გავლენაც იგრძნობა, ეს უკანასკნელი iTunes-ის  რეალურ დროის ჩარტში ლიდერ პოზიციას მთელი კვირის განმავლობაში იკავებდა. გარდა ამისა, ალბომი CD ფორმატში ოფიციალურ ვებგვერდზე, სამი განსხვავებული ვერსიით იყიდება.

ალბომი  $ome $exy $ongs 4 U, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევს Drake-ის წინა ალბომის პირველი კვირის მაჩვენებლებს, თუმცა დიდი ალბათობით, ალბომი რეპერს Billboard 200-ზე კვლავ No.1 პოზიციაზე დააბრუნებს.

ამ გამარჯვებით, რეკორდული მაჩვენებლებით Drake არტისტ Jay-Z-ს გაუთანაბრდება (14 No. 1 ალბომი), და დროებით მაინც გააჩერებს კრიტიკოსებს, რომლებმაც 2024 წლის კენდრიკ ლამარისა და  Drake-ის კონფლიქტის შემდეგ, Drake-ს „არასრულფასოვანი” უწოდეს. ამასთან, კენდრიკ ლამარის ალბომი GNX ამჟამად ჩარტის სათავეშია, რაც ნიშნავს, რომ Drake-მა შეიძლება, თავისი მთავარი ოპონენტის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმოს.

კენდრიკ ლამარი – GNX

თუ Drake მომავალ კვირას Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს არ ნიშნავს, რომ კენდრიკ ლამარი ჩარტებიდან გაქრება. პირიქით, Super Bowl-ის გამოსვლის შემდეგ, პირველ სრულ კვირაში, მისი სტრიმინგის მაჩვენებლები დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაიზრდება.

2024 წლის ჰიტ ალბომ GNX-ის ტრეკები, როგორიცაა Squabble Up, TV Off და SZA-სთან კოლაბორაციული სიმღერა Luther, კვლავ  დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამასთან, Luther იმდენად წარმატებული სიმღერა აღმოჩნდა, რომ შესაძლოა, თვით კენდრიკ ლამარის ჰიტს,  Not Like Us-ს გაუსწროს და მომავალ კვირას Billboard Hot 100-ის პირველი ადგილი დაიკავოს.

კენდრიკ ლამარის ალბომი GNX მხოლოდ 12-ტრეკიანია, რაც მას სტრიმინგის რაოდენობრივ უპირატესობას აკარგვინებს. Drake-ის ალბომი $ome $exy $ongs 4 U კი 21 ტრეკისგან შედგება.

GNX-ის ფიზიკური გამოცემები (კასეტა, ვინილი და CD),  7 თებერვალს გამოვიდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი გაყიდვები, თუმცა, ახლა, ფიზიკური გაყიდვების შემცირებასთან ერთად, ალბომი სავარაუდოდ, ჩარტებშიც დაქვეითდება.

მიუხედავად ამისა, GNX-ის ჰიტები კვლავ სტრიმინგ-სათავეშია, რაც იმის წინაპირობაა, რომ ალბომი ჩარტის ზედა მაჩვენებელ ადგილს შეინარჩუნებს. თუ ჩარტი ახალი სიმღერებით არ განახლდება, შესაძლოა GNX მესამე ჯერზეც აღმოჩნდეს პირველ ადგილზე. 

საბრინა კარპენტერი – Short n’ Sweet (Island)

2024 წლის კიდევ ერთი გამორჩეული არტისტი, რომელმაც  Billboard 200-ის სათავეში რამდენიმე კვირა გაატარა და თვეების განმავლობაში ტოპ 10-ში იმყოფებოდა, საბრინა კარპენტერია.  პოპ-სუპერვარსკვლავმა მომავალ კვირას, შესაძლოა, ჩარტებში დიდი ნახტომით წაიწიოს წინ. 

14 თებერვალს საბრინა კარპენტერმა  ალბომ – Short n’ Sweet-ის დელუქს ვერსია გამოსცა. 12-ტრეკიან ალბომს ოთხი სრულიად ახალი სიმღერა შემატა. ახალ ვერსიაში 17 ტრეკია გაერთიანებული, რომლის მთავარ ჰიტ სიმღერაში – Please Please Please ქანთრი-ლეგენდა დოლი პარტონი  მონაწილეობს.

Short n’ Sweet-ის დელუქს ვერსიის გამოცემა და  ალბომის  თავდაპირველი სტაბილური სტრიმინგი მას Billboard 200-ის ტოპ კონკურენტად ავტომატურად აქცევს. თებერვლის განმავლობაში, ალბომი ტოპ 10-ის ქვედა ნაწილში პოზიციას სტაბილურად ინარჩუნებდა, ხოლო დელუქს ვერსიის გამოცემამ მისი წინა პოზიციებზე გადანაცვლება უნდა უზრუნველყოს.

Short n’ Sweet-ის ახალი ბონუს ტრეკების სტრიმინგის მაჩვენებლები მყარია, სადაც სინგლი  Busy Woman ლიდერობს.  ალბომის ფიზიკური გაყიდვებიც წარმატებულად მიმდინარეობს. დელუქს ვერსია ხელმისაწვდომია ვებ-მაღაზიებში, ვინილზე და CD-ზე. 

The Lumineers – Automatic 

ამერიკული ალტერნატიული ფოლკ ბენდის The Lumineers-ის ახალი ალბომი Automatic  პირველ ნამუშევართან შედარებით (2022 წლის Brightside), არ მოიცავს მასშტაბურ ჰიტებს, თუმცა, ნოა კაჰანის მონაწილეობით, ფოლკ-მუსიკის ახალ ტალღას ასევე ახალი ჟღერადობა მიეცა. 

ალბომი რვა განსხვავებული ვინილ ვერსიით იყიდება, მათ შორის, ხელმოწერილი გამოცემით. The Lumineers-ის წინა ოთხივე ალბომმა Billboard 200-ის ტოპ 10-ში მოხვედრა შეძლო, თუმცა, ახალ ალბომ Automatic-ს,  სტრიმინგის დაბალი მაჩვენებლების გამო, უფრო და უფრო მეტი გაყიდვები დასჭირდება, რათა წარმატებების სერია გააგრძელოს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Artist-ის მომდევნო გამოცემის მთავარი გმირია Blackpink-ის ჯისუ

შემდეგი სტატია

ბენსონ ბუნის Beautiful Things 2024 წლის IFPI Global Single Award-ის გამარჯვებულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი
Blink-182-ის წევრები ტრევის ბარკერი და მარკ ჰოპუსი, 2023 წლის 14 აპრილი ფოტო: მონიკა შიპერი / Getty Images

Blink-182-ის წევრი მარკ ჰოპუსი აუქციონზე ბენქსის იშვიათ ნამუშავარს გაიტანს

ნამუშევრის სავარაუდო ღირებულება 6.3 მილიონ დოლარამდეა, მარკ ჰოპუსის თქმით, გაყიდვიდან მიღებული თანხა ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრებით დაზარალებულთა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა
მეტი