ქართულ ანდერგრაუნდ ბენდს „წერილი“ დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა და წელს ახალი ალბომის გამოცემას გეგმავს 

ბენდმა იანვარში ახალი სიმღერა სახელწოდებით „დარაჯი“ გამოაქვეყნა
წერილი
წერილი – გია თოიძე

ქართული ანდერგრაუნდ-ალტერნატიული მუსიკის პიონერ ბენდი წერილი 90-იან წლებში, 1995 წელს ჩამოყალიბდა. წელს ჯგუფი დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამ თარიღთან დაკავშირებით კი ახალ ალბომზეც მუშაობს, სადაც დაახლოებით 10-12 სიმღერა იქნება გაერთიანებული.

ბენდმა იანვარში სიმღერა სახელწოდებით „დარაჯი“ გამოაქვეყნა, რომელიც ჯგუფის დამფუძნებლის, ვოკალისტის და სიმღერების ავტორის გია თოიძის თქმით, დაუგეგმავად ჩაიწერა.

„სიმღერა ძალიან სპონტანურად ჩაიწერა, „საუნდკარტას“ ვტესტავდით სახლში და აკუსტიკური ვერსია მოვსინჯეთ, თუ როგორ ხარისხს მივიღებდით, ამიტომაც ითვლება „დემო ვერსიად” და მომდევნო ალბომში  უკვე დრამთან ერთად, სტუდიური ჩანაწერი შევა.

თვითონ სიმღერის დაწერის პროცესი და ინსპირაცია როგორ მოვიდა, ამის ახსნა ჩემთვის ყველაზე რთულია, არ შემიძლია ტექსტის არც სიღრმისეული განხილვა, არც ზედაპირული, მირჩევნია ეს მსმენელს მივანდო. სიმღერას როცა ვწერ, ემოციური დამოკიდებულება მაქვს და სახელებს ვერ ვარქმევ, ამ ტექსტში ბევრი ეპიზოდი იკვეთება, რომელიც თემატურად, ცალ-ცალკე ბევრ საკითხს მოიცავს, მაგრამ შეკრულია, როგორც ერთი სიმღერა. ჩემთვის უფრო მაგარია, როცა მღერი და უბრალოდ წერ, ვიდრე ის, როცა ხსნი, თუ როგორია სიმღერა.”  – აღნიშნა Billboard Georgia-სთან საუბარში გია თოიძემ.

ანდერგრაუნდ ბენდს  წელს დაარსებიდან 30 წელი უსრულდება, ამის აღსანიშნად კი „წერილი” ახალი ალბომის გამოცემას გეგმავს, რომელშიც თორმეტამდე ტრეკი გაერთიანდება.

„ბევრი სიმღერა გვაქვს მზად იმისთვის, რომ არაერთი ალბომი ჩაიწეროს. ამ ეტაპზე არც სახელი გვაქვს შერჩეული, მაგრამ რომ შეიკვრება სიმღერების თანმიმდევრობა, შემდეგ გამოჩნდება, თუ რა შეიძლება დავარქვათ ალბომს.“ – გია თოიძე.

სიმღერაში „დარაჯი” მძიმე, მძაფრი ემოციებით გაჟღენთილ ტექსტია, რომელიც მარტოობის, წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის განცდით არის სავსე. მიუხედავად იმისა, რომ ლირიული მუსიკა თითქოს მინორულ განწყობაზე გვაყენებს, მასში რევოლუციური სულისკვეთების, სიმტკიცის და შეუპოვრობის განცდა იგრძნობა. „დარაჯის” მოსმენისას გეუფლება განცდა, თითქოს ეს არის ხმა სიჩუმეში, რომელიც სიცარიელეში, ჩამქრალი ცეცხლის კვლავ გაღვივებას ცდილობს.

მოისმინეთ:  წერილი – დარაჯი (Home acoustic Demo version)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Grimes Coachella-ს ფესტივალზე, 2024 წლის 14 აპრილი, კალიფორნია Matt Winkelmeyer/Getty Images for Coachella

Grimes-მა ორი აქამდე გამოუცემელი სიმღერის დემო ვერსია გამოუშვა

შემდეგი სტატია

Tyler, The Creator მაღაზიის მფლობელს უსაფრთხოების კამერის ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენებისთვის უპირისპირდება 

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი