Akon-ის ვიდეოკლიპმა Right Now (Na Na Na) YouTube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა

ეს არტისტის კარიერაში მეოთხე ვიდეოა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია
Akon ლოს ანჯელესი, 2015 წლის 21 ოქტომბერი. კეისი კარი/ინვიზი/AP/REX/Shutterstock
Akon ლოს ანჯელესი, 2015 წლის 21 ოქტომბერი. კეისი კარი/ინვიზი/AP/REX/Shutterstock

17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  Akon-მა სინგლი Right Now (Na Na Na) გამოსცა. სიმღერის ვიდეომ კი ახლახან YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

ეს არტისტის კარიერაში მეოთხე ვიდეოა,  რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. მანამდე იყო ჰიტები: Play Hard, Smack That და Lonely.

Right Now (Na Na Na)-ს მუსიკალურ ვიდეო-კლიპში Akon საიდუმლო აგენტის როლს ასრულებს, რომელიც წარსულ ურთიერთობას იხსენებს და  ძველი გრძნობების ხელახლა გაცოცხლებას ცდილობს.

ჰიტი გამოშვებისთანავე Billboard-ის ჩარტებში ლიდერ პოზიციას იკავებდა: სიმღერა მე-3 ადგილზე გავიდა აშშ-ის Rhythmic-ის ჩარტში, Billboard Hot 100-ის მრავალ ჟანრობრივ ჩარტში მე-8 პოზიცია ეკავა, Pop Airplay ჩარტში მე-9 ადგილი, ხოლო Hot R&B/Hip-Hop Songs ჩარტში 73-ე ადგილზე პოზიციონირებდა. 

Right Now (Na Na Na) Akon-ის მესამე სტუდიურ ალბომში, Freedom-შია შესული, რომელიც 2008 წლის დეკემბერში გამოვიდა. ალბომი Billboard 200-ის ჩარტში მე-7 პოზიციაზე იმყოფებოდა, ხოლო Top R&B/Hip-Hop Albums-ის ჩარტში მისი მაქსიმალური პოზიცია მესამე ადგილი იყო. 

იხილეთ Akon-ის Right Now (Na Na Na)-ს მუსიკალური ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯინ ჰეკმენი და ბეტსი არაკავა 2003 წლის 19 იანვარი, ქროს გლობუსის მე-60 დაჯილდოება. Kevin Winter/Getty Images

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს

შემდეგი სტატია

ზენდეია შრეკის ქალიშვილის როლს ასრულებს: ნახეთ ანიმაციის ახალი ნაწილის თიზერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი