ამერიკაში მცხოვრები არტისტის Bako-ს სადებიუტო სინგლი სახელწოდებით „კარგი ბიჭი”

„სიმღერის შექმნა ჩემთვის თერაპიაა – კარგი ბიჭი” პირველი რელიზია ჩემი მომავალი ალბომიდან, Dreaming Again. ეს არის სიმღერა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავწერე, სიყვარულისა და გატაცების ინსპირაციით.”
Bako - Kargi Bichi (Official Music Video)
Bako – Kargi Bichi (Official Music Video)

Bako ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტის ბარბარე მჭედლიშვილის სასცენო სახელია.

მისი მუსიკა მრავალფეროვანი ჟანრების ნაზავია, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი  ინდი-სოულისა და ალტერნატიული მუსიკის სტილს უკავია. მისი ნამუშევარი  განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, სადაც სიღრმისეული ბგერები და ემოცია იგრძნობა. Bako-ს მუსიკა განსხვავებულ ტონალობასა და თემებს მოიცავს, რაც მის შემოქმედებას უნიკალურს ხდის.

წელს Bako სადებიუტო ალბომის Dreaming Again გამოცემას გეგმავს, სადაც მისი ახლახან დარელიზებული სინგლი „კარგი ბიჭი” შევა.

სინგლი ემოციური ასპექტებისა და მელოდიურობის გათვალისწინებით, ცხოვრებისეულ განცდებზე გვიყვება, სადაც არტისტის სულიერი მოგზაურობა და გულწრფელი გრძნობები იკვეთება.

Bako – მომღერალი და სიმღერების ავტორი

„კარგი ბიჭი”  პირველი რელიზია ჩემი მომავალი ალბომიდან, Dreaming Again. ეს არის სიმღერა, რომელიც  რამდენიმე წლის წინ დავწერე,  სიყვარულისა და გატაცების ინსპირაციით, საკმაოდ დაძაბულ ფონზე. ეს არის სიმღერა რეალურ ადამიანზე.   პირადი გამოცდილებიდან წამოსული ტექსტი და მელოდიაა. სიმღერის შექმნა ჩემთვის თერაპიაა და ყოველთვის ვცდილობ,  ვიპოვო ხაზი მელოდიასა და ლირიკას შორის.  ჩემი ალბომის დიდი ნაწილი დროის ვნებაზეა ორიენტირებული. ის მონატრების და ოცნებების გარშემო ტრიალებს, როგორც ჩემი ალბომის სიმღერების უმეტესობა. სწორედ ეს არის მთავარი კონცეფცია.  სიმღერის წერის დროს ფუნდამენტს, მთავარ  სამუშაოს სახლში, ჩემს ოთახში  ვაკეთებ.  შემდეგ კი მთავარ სტუდიაში ხდება კომპოზიციის დეტალური დამუშავება და საბოლოო სახე ეძლევა.

რაც შეეხება ალბომს, ის  Pinch Record-ში ჩავწერეთ. ეს არის ლეიბლი, რომელიც დაფუძნებულია ქვინსში, ნიუორკში. პროდიუსერია – კაიო კარვალიო, რომელიც მთელი ალბომის პროდიუსერიცაა. ჩაწერის პროცესი ძალიან ინტენსიური, ღრმა  და საინტერესო იყო. თითოეულ მუსიკოსთან სათითაოდ, ცალკეულად ვმუშაობდით  და მგონია, ასეთმა მიდგომამ ალბომს განსაკუთრებული რამ შესძინა.  მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი მუსიკოსების, რომლებმაც დრო და ენერგია დამითმეს და რომლებსაც ჩემი სჯერათ.  ალბომში მონაწილეობენ ბასისტი – ლექს სედლერს (Lex Sadler),  კლავიში – რეი ენგრი (Ray Angry), დრამერი – პაბლო ელუჩანს (Pablo Eluchans) და გიტარა – ჯეფ ენდი (Jeff Andy).”

მოისმინეთ და ნახეთ Bako-ს სიმღერა და ვიდეო-კლიპი – „კარგი ბიჭი” 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპა - 2025 წლის 6 ნოემბერი. ფოტო: ელიზაბეტ მირანდა

დუა ლიპამ მელბურნის კონცერტზე AC/DC-ის სიმღერის Highway to Hell-ის ქავერ ვერსია შეასრულა

შემდეგი სტატია

Lady Gaga 2025 წლის iHeartRadio -ს მუსიკალური დაჯილდოებაზე დოლბის თეატრში, კალიფორნია, 17 მარტი. ფოტო: კევინ მაზური

Lady Gaga Zombieboy-ს ცეკვის ტრენდს TikTok-ზე შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი