დუა ლიპამ მელბურნის კონცერტზე AC/DC-ის სიმღერის Highway to Hell-ის ქავერ ვერსია შეასრულა

დუა ლიპა - 2025 წლის 6 ნოემბერი. ფოტო: ელიზაბეტ მირანდა
დუა ლიპა – 2025 წლის 6 ნოემბერი. ფოტო: ელიზაბეტ მირანდა

17 მარტს დუა ლიპამ  ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში, ტურნეს ფარგლებში Rod Laver Arena-ზე კონცერტი გამართა.  სუპერვარსკვლავმა ტურნეს სიმღერების სიას ახალი კომპოზიცია – AC/DC-ის 1979 წლის კლასიკური ჰიტი Highway to Hell შემატა. ყოველივე ამას კი განსაკუთრებული დანიშნულება აქვს, რადგან AC/DC ავსტრალიური წარმოშობის ლეგენდარული ბენდია.

თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დუა ლიპამ  გლობალური ტურნეს, Radical Optimism-ის ავსტრალიური ტურის ყველა ბილეთი გაყიდა.

მომღერალი ავსტრალიაში მხოლოდ ორი კვირით რჩება. მას მელბურნის Rod Laver Arena-ზე ხუთი შოუ აქვს დაგეგმილი, ხოლო სიდნეიში, Qudos Bank Arena-ზე  – სამი.

დუა ლიპა ავსტრალიის შემდეგ ახალ ზელანდიაში გაემგზავრება, სადაც აპრილის დასაწყისში ოკლენდში, Spark Arena-ზე  გამართავს კონცერტებს. 

დუა ლიპას ავსტრალიური ტურნე მესამე ალბომის, Radical Optimism-ის (2024), მხარდასაჭერად ტარდება. ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.

ალბომში ასევე შედის სინგლი Houdini, რომელსაც 2024 წლის Billboard Music Awards-ზე საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული სიმღერის ჯილდო მიენიჭა. 

პოპვარსკვლავმა 2025 წელი ახალ კოლაბორაციასთან ერთად დაიწყო  – ის JENNIE-ს სიმღერა Handlebars-ში მონაწილეობს, რომელიც BLACKPINK-ის ვოკალისტის სადებიუტო სოლო ალბომ Ruby-ში არის შესული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2025 წლის iHeartRadio Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შემდეგი სტატია

Bako - Kargi Bichi (Official Music Video)

ამერიკაში მცხოვრები არტისტის Bako-ს სადებიუტო სინგლი სახელწოდებით „კარგი ბიჭი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი