Republic-ის სცენაზე, Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ცნობილი ჯგუფი SNAP! წარდგა. ღონისძიება კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პროექტ Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში იმართება. პროექტ Billboard Georgia Stage-ის მხარდამჭერია კომპანია Silknet.
SNAP! გერმანული მუსიკალური პროექტია, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა 1990-იან წლებში გამოშვებული ჰიტებით მოიპოვა.
ჯგუფის წევრებს კონცერტის დაწყებამდე Billboard Georgia ესაუბრა.
SNAP!:
„ტრენდები იცვლება, ადამიანები და გარემოც იცვლება, ხოლო მუსიკა ამ ცვლილებებზე გავლენას ახდენს. მოდის ახალი თაობა და მუსიკა მათზეც ახდენს გავლენას. თუ შექმნი მუსიკას, რომელთანაც კავშირს ყველა პოულობს, ეს არაჩვეულებრივია.”
SNAP!-ის დისკოგრაფიაში არაერთ ცნობილ და კომერციულად წარმატებულ ნამუშევარს შევხვდებით, თუმცა ჯგუფმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა ისეთი ჰიტებით, როგორიცაა The Power და Rhythm Is a Dancer. ტრეკებმა საერთაშორისო ჩარტების ლიდერი პოზიციები მოიპოვეს და საცეკვაო მუსიკალურ სცენაზე განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს. The Power გლობალური ჰიტი გახდა და აშშ-ის ბილბორდის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო Rhythm Is a Dancer ბრიტანეთის ჩარტებში რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა. SNAP! ამ დრომდე აქტიურია და მათი მუსიკა კვლავ პოპულარულია. ჯგუფის მელოდიებს და ვოკალს დღემდე ვხვდებით ელექტრონულ სცენაზე. ჯგუფის ნამუშევრები აქტიურად გამოიყენება ფილმებში, რეკლამებსა და DJ სეტებში.
The Power-ის წარმატებაზე საუბრისას SNAP!-ის წევრი, პენი ფორდი აღნიშნავს:
„ეს სიმღერა გამოვიდა მაშინ, როდესაც ცივი ომი მთავრდებოდა. ამიტომ ბევრმა ადამიანმა დაუკავშირა ის თავის მოგონებებს და საკუთარ ქვეყნებს, რომლებიც გათავისუფლდდნენ. ვფიქრობ, მისი გამოცემისთვის დრო არაჩვეულებრივად იყო შერჩეული, რადგან ყველას სჭირდებოდა ასეთი სიმღერა. მან ყველას საკუთარი ძალა აგრძნობინა.”
ნახეთ ვიდეო: