ლანა დელ რეი ახალ სიმღერას აანონსებს. როგორც ჩანს, სინგლი, სახელწოდებით Henry, Come On, ახალ ალბომამდე გამოვა. მომღერალმა ინსტაგრამზე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სიმღერის სახელწოდება წერია.
სინგლი, რომლის გამოსვლის თარიღიც ამ ეტაპზე უცნობია, დელ რეის აქამდეც დაუსახელებია. ოთხი თვის წინ, როცა ახალი ალბომის, The Right Person Will Stay-ს გამოცემის თარიღი დააანონსა (21 მაისი), მომღერალმა აღნიშნა: „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ალბომის რამდენიმე სიმღერა Stagecoach-მდე გამოვა. დავიწყებთ Henry-თ.” როგორც ჩანს, იგი სწორედ Henry, Come On-ზე საუბრობდა.
წელს ლანა დელ რეი Stagecoach-ზე გამოდის – ქანთრი მუსიკის ყოველწლიურ ფესტივალზე, რომელიც ინდიოში იმართება. ივნისში კი მომღერალი ბრიტანეთისა და ირლანდიის ტურნეში გაემგზავრება.
Henry, Come On დელ რეიმ პირველად 2024 წლის იანვარში წარადგინა, როცა ინსტაგრამზე მისი მცირე მონაკვეთი გააზიარა და პოსტზე ორგზის გრემის მფლობელი კომპოზიტორი და პროდიუსერი ლუკ ლერდი მონიშნა.
ლერდი ამჯერადაც ერთ-ერთია, ვინც მომღერლის ახალი პოსტზეა მონიშნული. მასთან ერთად კი ვხედავთ ლანა დელ რეის დიდი ხნის მუსიკალური პარტნიორების, დინ რეიდისა და დრიუ ერიკსონის სახელებს.
ნახეთ ლანა დელ რეის ახალი პოსტი Henry, Come On-ის შესახებ და ასევე მის მიერ გასულ წელს გავრცელებული სიმღერის მონაკვეთი: