ერიკა ბადუ ქალებს ხოტბას ასხამს და ამტკიცებს, თუ რატომ არის საკულტო პერსონა

Billboard Women in Music-ის სცენაზე მუსიკოსი სამერ უოლკერმა წარადგინა.
ერიკა ბადუ 2025 წლის Billboard Women in Music-ის დაჯილდოების ცერემონიაზე

Billboard Women in Music 2025-ზე ერიკა ბადუს წლის საკულტო პერსონის ტიტული მიენიჭა. სცენაზე მუსიკოსი სამერ უოლკერმა წარადგინა. ბადუმ კი დრო არ დაკარგა და სწრაფად გადავიდა ღონისძიების მთავარ არსზე.

„ეს ღამე ჩვენთვისაა! ეს ღამე არის იმისთვის, რომ ვიზეიმოთ დედამიწისა და სიცოცხლის წიაღი. პლანეტაზე ყველაზე ჭკვიანი არსება, ყველაზე ბრძენი, უძლეველი, სექსუალური, სუფთა და დახვეწილი – ეს არის ქალი. მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს, რომ ქალად დაბადების საშუალება მომცა!” – აღნიშნა მუსიკოსმა.

ხუთი გრემის მფლობელმა ბადუმ ცერემონიაზე მისი 2007 წლის სიმღერა Annie Don’t Wear No Panties შეასრულა იმ უნიკალური და ეკლექტური სტილით, რომელმაც ის გავლენიან ავტორ-შემსრულებლად აქცია 1997 წელს, სადებიუტო ალბომ Baduizm-ის გამოსვლისთანავე.

სამერ უოლკერმა კი, რომელმაც ბადუს  ხელოვნებას „უშიშარი არტისტიზმი” უწოდა, აუდიტორიას გაუზიარა, რომ ჯერ კიდევ 12 წლიდან ის მისი საყვარელი არტისტი იყო და რომ სწორედ მრავალსახოვანი ბადუ იყო ის ბებიაქალი, ვინც უოლკერის ტყუპი ვაჟები ქვეყნად მოავლინა. 

სიტყვით გამოსვლისას ბადუმ მადლობა გადაუხადა ყველა დედას: „მინდა დედაჩემს და ყველა დედას მადლობა გადავუხადო. მის ტინა ნოულს, თქვენ ძალიან კარგად თქვით. ვხედავ Doechii-ს დედას, ყველა დედას. მადლობა თქვენ, რომ მოგვეცით ამდენი შთაგონება და მაგალითი, თუ რას ნიშნავს, იყო შეუპოვარი; რას ნიშნავს, შენს თავზე აიღო მართვის სადავეები; რას ნიშნავს, იყო მამაცი და რას ნიშნავს, იყო ის, ვინც ხარ. და ეს არის ყველაფერი ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ეს არის ის, ვინც მინდა, რომ ვიყო.”

ბოლოს კი მუსიკოსმა თავის ქალიშვილთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა: „ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, მაგრამ მინდა, ამ ამბით დავასრულო. ჩემი ქალიშვილი აქ არის. მისი სახელია პუმა. ჩემი დაც აქ არის და ეს ორივე თქვენგანისთვისაა. ერთხელ ჩემს უმცროს ქალიშვილ მარსს ვაბანავებდი. მაშინ ის ოთხი წლის იყო. ბანაობის დროს ხომ ბავშვებს თან რაღაცებს ვასწავლით. ვეუბნები: „ეს არის ვაგინა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ პლანეტაზე.” მარსმა კი თავისი დიდი ყავისფერი თვალებით შემომხედა და მითხრა: „მართლა? და სად არის პლანეტის ვაგინა?” რასაც Billboard Women in Music-ის მთელი აუდიტორიის სიცილი მოჰყვა. 

ნახეთ ერიკა ბადუს სიტყვით გამოსვლა Billboard Women in Music 2025-ზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

შემდეგი სტატია

უილ სმითის თქმით Men in Black-ს უბრუნდება 

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი