უილ სმითმა პოდკასტში, სახელწოდებით Million Dollaz Worth of Game წამყვანებთან საუბრისას განიხილა, თუ როგორ არჩევს, რომელ პროექტებში მიიღებს მონაწილეობას. სმითმა აღნიშნა, რომ სურს, უარი თქვას სიქველებში მონაწილეობაზე, მაგრამ ზოგჯერ ფინანსური წინადადებები იმდენად მიმზიდველია, რომ უარის თქმა რთულია. სწორედ ასე გაამხილა, რომ Men in Black ფრენჩაიზს უბრუნდება.
„ჩემს თავს ვუთხარი, რომ სიქველები ამოვწურე. ვფიქრობდი – საკმარისად მივიღე მათში მონაწილეობა, ახალი პროექტები მაქვს გასაკეთებელი და ზუსტად დღეს დილით, სანამ აქ ჩამოვიდოდი, ერთი საათით ადრე, Men in Black-ის ახალი ფილმის შემოთავაზება მივიღე. ვიფიქრე: არადა, ამ ზაფხულს ტურში მოვემგზავრები…“
მასპინძლებმა იხუმრეს, რომ ფანებს მოუწევთ, სმითის ცოცხალი შესრულების ნაცვლად მისი ძველი ჰიტებით დაკმაყოფილდნენ, რაზეც მსახიობმა აღნიშნა, რომ Men in Black 5-ის გადაღებებს ტურის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.
უილ სმითმა ცოტა ხნის წინ ევროპული ტური დააანონსა, რომელიც 25 ივნისს მაროკოს დედაქალაქ რაბატში დაიწყება და 2 სექტემბერს პარიზში დასრულდება. ტურნე 26 კონცერტს აერთიანებს.
მოუსმინეთ Million Dollaz Worth of Game-ის ეპიზოდს, რომელშიც უილ სმითი Men in Black-ის ახალ ფილმში მონაწილეობაზე საუბრობს: