საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, ,,SITFY-საქართველოს” დახურვა და დაჯილდოება

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „SITFY-საქართველოს“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - SITFY
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – SITFY

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ,,SITFY-საქართველოს”  ფარგლებში, 2-6 აპრილს, თბილისმა 15 ქვეყნის თეატრალურ დასსა და წარმომადგენელს უმასპინძლა.

6 აპრილს კი სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თეატრალური ფესტივალის „SITFY – საქართველოს“ დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – SITFY

ფესტივალი SITFY (შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისათვის) 2016 წლის იანვარში მსახიობისა და რეჟისორის, მაზენ ელ-გარაბავის მიერ დაარსდა და ეტაპობრივად გლობალურ ღონისძიებად იქცა.

2024 წელს პოლონეთში SITFY-ის წარმატებული დებიუტის შემდეგ, საქართველო ფესტივალის მეორე ევროპული დანიშნულების ადგილი გახდა, სადაც „SITFY საქართველო – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (აბრეშუმის გზა)“ 2025 წლის 2-6 აპრილს პირველად ჩატარდა.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - SITFY
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – SITFY – მაზენ ელ-გარაბავი – ფესტივალ SITFY-ს დამაარსებელი

მაზენ ელ-გარაბავი – ფესტივალ SITFY-ს დამაარსებელი: 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიწყებთ ისტორიულ მომავალ კოლაბორაციას ეგვიპტესა და საქართველოს შორის. ეს შესანიშნავი მომენტია. ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა რაღაც ძლიერი კავშირი ეგვიპტესა და საქართველოს შორის და ეს-ესაა,  Sitfy Georgia-ს პირველი გამოშვებაც დავასრულეთ.

ახალგაზრდა თეატრალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიცნონ ერთმანეთი კულტურისა და ხელოვნების მეშვეობით, იგრძნონ ერთმანეთი, შეიქმნას კავშირი. თეატრი ჩვეულებრივი ენა არ არის – ეს უნიკალურია ენაა, სადაც შეგვიძლია, ერთად შევქმნათ რაღაც, რაც დაგვაკავშირებს და გაგვაერთიანებს.

დღეს მსოფლიოში რთული პროცესები მიმდინარეობს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების და თეატრის მეშვეობით ვიყოთ ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩვენ მართლაც ბევრი ვიმუშავეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით და შეგვექმნა რაღაც ძლიერი, ამიტომ  ბედნიერი ვარ, რომ  Sitfy Georgia დავაფუძნეთ.

ძალიან მიყვარს თბილისი, ქართველი ხალხი, ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხია. ჩემი აზრით, შესანიშნავი ფესტივალი შევქმენით. ვიმედოვნებ, რომ ის გაგრძელდება და ტრადიციად იქცევა.“

„SITFY – საქართველოს“ ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ: შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისთვის (SITFY) და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი (ITI Georgia).

მაზენ ელ-გარაბავი - ფესტივალ SITFY-ს დამაარსებელი
თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი  საბჭოს წევრი, „SITFY საქართველოს” გენერალური დირექტორი – ლევან ხეთაგური

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი  საბჭოს წევრი, „SITFY საქართველოს” გენერალური დირექტორი – ლევან ხეთაგური:

„ეს ფესტივალი ჩვენთვის მოიაზრება, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი პროექტი. შარშან შევქმენით აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბი, რომელშიც დაახლოებით 20-მდე ქვეყანა მონაწილეობდა. ამჯერად ჩვენი პარტნიორები იყვნენ ეგვიპტიდან, თუმცა გეოგრაფია ისევ აბრეშუმის გზის ფარგლებში შენარჩუნდა. ჩვენ ვუმასპინძლეთ წარმომადგენლებს უნგრეთიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, იაპონიიდან, და ვფიქრობ, რომ ჩემთვის, როგორც იუნესკოს თეატრის წარმომადგენლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ახალ რეგიონებთან დაკავშირება, გეოგრაფიის გაფართოება და სხვადასხვა კო-პროდუქციის შექმნა… ამ ფესტივალზე კონკრეტულად უნგრეთთან მოხდა მემორანდუმის გაფორმება, მაგრამ ასევე სხვა ქვეყნებთანაც დავსახეთ გარკვეული გეგმები. ვფიქრობ, შემდეგი წლისთვის უფრო მეტი ერთობლივი პროექტი იქნება.“ 

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – SITFY

ფესტივალში მონაწილეობდნენ: საუდის არაბეთი, რუმინეთი, კატარი, ომანი, თურქეთი, იაპონია, უნგრეთი, საქართველო, ტუნისი, ბაჰრეინი და სხვ. თითოეულმა დასმა 1-საათიანი სპექტაკლი წარმოადგინა.

ფესტივალი საკონკურსო ხასიათს ატარებდა, სადაც ორ კაციანი სპექტაკლები – დუოდრამები იყო წარმოდგენილი,  რომლებსაც სპეციალური საერთაშორისო ჟიური აფასებდა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: რეჟისორი და სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე (საქართველო), რეჟისორი აცუში კაკუ-მოტო (იაპონია), მეცნიერი და მკვლევარი, დოქტორი ქამლა ბინთ ალ-ვალიდ ალ-ჰინაი (ომანი), რეჟისორი და მენეჯერი ადამ ბერზინსკი ბელაგი (უნგრეთი), რეჟისორი, პროფესორი, დოქტორი ანტონელა კორნეკი (რუმინეთი).  

გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში:

ჟიურის სპეციალური ჯილდო: 

„რეჩიტატივი ქალაქში“ – რეჟ. კახა ბაკურაძე (საქართველო)

„ყოფილების სარეცელი“ – რეჟ. კახაბერ შარტავა (საქართველო)

„შემოდგომის ყვავილი“ – რეჟ. ტურკი ბა ესია (საუდის არაბეთი)

საუკეთესო რეჟისურა:

„ფარაჯანოვი” – რეჟ. ელ. მაცხონაშვილი (საქართველო)

საუკეთესო ტექსტი:

ზურაბ კანდელაკი (სპექტაკლი „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ (საქართველო)

საუკეთესო სცენოგრაფია, განათება, კოსტიუმები:

„ალ-ზარი“ – რეჟისორი: მოჰამედ იუსეფ ალ მულლა (კატარი)

საუკეთესო მსახიობი ქალი:

ცეზარა ფანტუ („მე ვიყავი და ის იყო“ ) (რუმინეთი).

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

მოჰამედ ალ-რუჰადი („წვიმიანი ღამე“) (ომანი)

ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი:

„წვიმიანი ღამე“ (რეჟ. მაჯიდ ბინ მასუდ ალ-აუფი) (ომანი)

ასევე ფესტივალის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ კომპანიებს:

TKT.GE-ს, BOLERO & COMPANY და სამშენებლო კომპანიას „ანაგი“ – ქართული თეატრის მხარდაჭერისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი თბილისის მერიის, ეგვიპტის კულტურის მინისტრისა და სამხრეთ სინაის გუბერნატორის პატრონაჟით და აგრეთვე, ეგვიპტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ედ შირანი 2024 წლის 26 მაისი, კალიფორნია. ფოტო: Jacobs/FilmMagic

ედ შირანი და Weezer Coachella-ს ფესტივალზე წარდგებიან

შემდეგი სტატია

ბრიტანეთის პოლიციამ რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მუხლით ბრალდება ოფიციალურად წაუყენა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

სემინარს კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა.
მეტი

ნახეთ, 2025 წლის Billboard Women in Music-ის შემსრულებულთა, წამყვანთა და საპატიო ჯილდოს მფლობელთა სრული სია

წამყვანებს შორის არიან ისეთი ქალი არტისტებიც, რომლებიც წინა წლის Women in Music ღონისძიებებზე დაჯილდოვდნენ.
მეტი