ტრეისი ჩეპმენი სტრიმზე უარის თქმის მიზეზს ხნის: „მე მუსიკას მხოლოდ ფიზიკური ფორმით ვყიდულობ”

„არტისტი თანხას იღებს, როცა მის CD-ს ან ვინილს ფიზიკურად ყიდულობ. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანია.”
ტრეისი ჩეპმენი 2024 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე
John Shearer/Getty Images for The Recording Academy

მას შემდეგ, რაც ტრეისი ჩეპმენმა სადებიუტო ალბომის იუბილესთან დაკავშირებით ის ხელახლა, ვინილის სახით გამოსცა, მუსიკოსმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ცდილობს, სტრიმინგ პლატფორმებს თავი აარიდოს. 

The New York Times-სთან ინტერვიუში ჩეპმენს მუსიკის მოსმენის ჩვევებზე ჰკითხეს. მან კი აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალ მუსიკას კვლავაც მუდმივად თვალს ადევნებს, „იმ რაოდენობით აღარ უსმენს, როგორც ადრე.”

„შესაძლოა ვინმემ ძველმოდური დამიძახოს, მაგრამ მე არ ვუსმენ მუსიკას სტრიმინგ პლატფორმებზე. მუსიკას მე მხოლოდ ფიზიკური ფორმით ვყიდულობ. არტისტი თანხას მაშინ იღებს, როცა მის CD-ს ან ვინილს ფიზიკურად ყიდულობ. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. რაღაც მხრივ, ეს ზღუდავს მოსასმენ მუსიკას, რადგან ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს – გახვიდე და სასურველი პროდუქტი მოძებნო, მაგრამ მე მაინც ასე ვიქცევი.”

ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩეპმენის სადებიუტო სინგლმა Fast Car მასობრივი წარმატება მოიპოვა სწორედ სტრიმინგ პლატფორმებზე, ისეთი არტისტების ქავერების წყალობით, როგორებიც არიან მაიკლ კოლინსი, ჯონას ბლუ და ლუკ კომბსი. ამ უკანასკნელის მიერ შესრულებულმა ვერსიამ Billboard Hot 100-ის მეორე ადგილი დაიკავა, ასევე გაიმარჯვა წლის სინგლისა და წლის სიმღერის ნომინაციებში ქანთრი მუსიკის ასოციაციის დაჯილდოებაზე, რითაც ჩეპმენი ასოციაციის ჯილდოს მფლობელი პირველი აფრო-ამერიკელი ქალი გახდა. 2025 წლის დასაწყისში გამოცხადდა, რომ სიმღერის ორიგინალმა ვერსიამ სპოტიფაიზე მილიარდ სტრიმს გადააჭარბა. 

მიუხედავად ფიზიკურ ფორმატებზე მოთხოვნის ზრდისა, ჩეპმენის ორიგინალი სიმღერა სტრიმინგ პლატფორმებზე მეტად ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე უფრო პოპულარულ ვინილ ფორმატში. სწორედ ეს იყო მიზეზი, რამაც 37 წლის შემდეგ მისი 1988 წლის სადებიუტო ალბომის ხელახლა გამოცემა განაპირობა. 

„ამაზე ალბათ 25 ან 30 წელი ვლაპარაკობდით, ბოლოს კი ვთქვით: „სწორედ ახლაა ამის მომენტი, რადგან ადამიანებს ვინილების მიმართ ინტერესი განუახლდათ.” ეს ჩანაწერი კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი, როგორც კომპოზიტორის კარიერისთვის,” –  უთხრა ჩეპმენმა „ბილბორდს”. 

სტრიმინგის მიმართ დამოკიდებულების გარდა, ჩეპმენს ასევე სთხოვეს იმ თანამედროვე არტისტების დასახელება, რომელთაც ის პატივს სცემს. მან კი უპასუხა: „ყველა ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს” და განსაკუთრებული ყურადღება ჩაპელ როუნსა და Charli XCX-ზე გაამახვილა.

„ეს არ არის ის მუსიკა, რომელსაც მე გავაკეთებდი, მაგრამ ვაფასებ იმას, რომ ისეთ დროში ვართ, როცა ასეთი არტისტებისთვისაც არსებობს გზები და მათ წარმატების მიღწევა შეუძლიათ,” – აღნიშნა ჩეპმენმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი და Drake ფილმ Never Say Never პრემიერაზე, 2011 წლის 1 თებერვალი, ტორონტო, ფოტო: ჯორჯ პიმენტელი

Drake-ის თქმით ჯასტინ ბიბერმა შესაძლო კოლაბორაციაზე მის შეტყობინებას არ უპასუხა

შემდეგი სტატია

Bridge To Funds – ინოვაციური პლატფორმა კრეატიული ინდუსტრიებისთვის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz-მა  გამოუშვა პირველი კასეტა, რომელიც აქამდე გამოუქვეყნებელ ნამუშევრებს მოიცავს

კასეტაში მოთავსებულია ე.წ. Download კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კოლექციის ყველა ტრეკის ჩამოტვირთვა Bandcamp აპლიკაციაში.
მეტი

Torcho ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აანონსებს

სიმღერა, სახელწოდებით Zardakhsha, რომელიც შესულია Torcho-ს ახალ ალბომში, 17 სექტემბერს სტრიმინგ პლატფორმებზე გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსმენელისთვის.
მეტი

ბიონსეს გამოუქვეყნებელი მუსიკის ქურდობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ივლისში, როდესაც მოცეკვავე დიანდრე ბლუ და ქორეოგრაფი კრისტოფერ გრანტი ბიონსესთან ერთად ატლანტაში ტურნეზე იმყოფებოდნენ, მათი მანქანა გაქურდეს. მოპარულ ნივთებს შორის იყო ორი Apple-ის ლეპტოპი და ხუთი მეხსიერების ბარათი, რომლებშიც ბიონსეს „გამოუქვეყნებელი მუსიკა“ და ტურნესთან დაკავშირებული სხვა ციფრული ფაილები ინახებოდა.
მეტი