Lady Gaga-ს უფასო კონცერტს ბრაზილიაში რეკორდული რაოდენობის, 2.5 მილიონი მსმენელი დაესწრო

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს პოპვარსკვლავის პირველი გამოსვლა იყო ბრაზილიაში.
Lady Gaga-ს გრანდიოზული უფასო კონცერტი კოპაკაბანას პლაჟზე, 2025 წლის 3 მაისი, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია. ფოტო: ბუდა მენდესი / Getty Images
Lady Gaga-ს გრანდიოზული უფასო კონცერტი კოპაკაბანას პლაჟზე, 2025 წლის 3 მაისი, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია. ფოტო: ბუდა მენდესი / Getty Images

Lady Gaga-მ  3 მაისს რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას პლაჟზე, რეკორდული რაოდენობის მსმენელის წინაშე უფასო კონცერტი გამართა.

„დღეს საღამოს ჩვენ ისტორიას ვქმნით, მადლობა ამისთვის”. – მიმართა მან მრავალრიცხოვან აუდიტორიას. 

პოპვარსკვლავმა კონცერტი 2011 წლის სიმღერა Bloody Mary-თ გახსნა. Associated Press-ის ცნობით, Lady Gaga-მ ჰიტ სიმღერებით დატვირთული საკონცერტო პროგრამა წარადგინა, მათ შორის გულშემატკივრების რჩეული ჰიტები: Poker Face, Alejandro და სიმღერები  Billboard 200-ის სათავეში მყოფი ალბომიდან Mayhem.

Lady Gaga-ს წარმომადგენლების ინფორმაციით, კოპაკაბანას პლაჟზე გამართულ უფასო კონცერტს დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი დაესწრო. ეს ღონისძიება ქალ არტისტთა შორის, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კონცერტია, რომელმაც 2024 წელს, ამავე ადგილას, მადონას მიერ ჩატარებულ კონცერტს გადააჭარბა. მაშინ კონცერტს 1.6 მილიონი ადამიანი დაესწრო.

ისტორიაში ყველაზე დიდი აუდიტორია როდ სტიუარტს ეკუთვნის. გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, 1994 წელს, ახალი წლის ღამეს, მისი გამოსვლა კოპაკაბანაზე 3.5 მილიონმა ადამიანმა იხილა.

ქალაქის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებით, კოპაკაბანას პლაჟზე უფასო კონცერტები 2028 წლამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ Lady Gaga ბრაზილიელი მსმენელის წინაშე 2012 წლის შემდეგ პირველად წარდგა. 2017 წელს მომღერალმა Rock in Rio-ზე გამოსვლა გააუქმა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მაშინ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

კონცერტის შემდეგ, Lady Gaga-მ  Instagram-ზე გამოქვეყნებული ემოციური პოსტით რიოში შეკრებილ მრავალრიცხოვან მსმენელს  მადლობა გადაუხადა.

„ვერაფერი შემამზადებდა იმ გრძნობისთვის, რაც ბრაზილიაში გამართულ კონცერტზე განვიცადე. როცა ბრაზილიელებისთვის ვმღეროდი, აბსოლუტურ სიამაყეს და სიხარულს ვგრძნობდი. პირველი სიმღერების დროს აუდიტორიის ხილვამ სუნთქვა შემიკრა. თქვენი გული ანათებს, თქვენი კულტურა თვალისმომჭრელი და განსაკუთრებულია. იმედი მაქვს, გესმით, რამდენად მადლიერი ვარ. მიხარია, რომ ეს ისტორიული მომენტი თქვენთან ერთად გავიზიარე.“ –  დაწერა Lady Gaga-მ სოციალურ მედიაში.

Associated Press-ის თანახმად, ბრაზილიის პოლიციამ  5 მაისს განაცხადა, რომ კონცერტზე სავარაუდო ტერაქტში ეჭვმიტანილი  ორი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცავებმა მათი ქმედება ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე აღკვეთეს, თუმცა პანიკის თავიდან ასაცილებლად, ინფორმაციის გაზიარებისგან თავი შეიკავეს.

5 მაისს Lady Gaga-ს პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ პოპვარსკვლავმა და მისმა შემოქმედებითმა გუნდმა სავარაუდო საფრთხის შესახებ მხოლოდ დილით შეიტყვეს. “კონცერტის დაწყებამდე და მიმდინარეობისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არავითარი ცნობა არ არსებობდა,  გუნდმა  მჭიდროდ ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან და ყველა მხარე დარწმუნებული იყო უსაფრთხოების ზომების სიძლიერეში.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

რიოში, ლეიდი გაგას კონცერტზე ასაფეთქებელი მოწყობილობებით თავდასხმა იგეგმებოდა – ბრაზილიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი