კონცერტის მსვლელობისას აშერმა სცადა, ალუბალი მიეწოდებინა მსმენელისთვის, რომელსაც ხილზე ალერგია ჰქონდა

„ალუბალზე ალერგია გაქვს? ვინმეს ეპიპენი ხომ არ აქვს?“ – თქვა აშერმა სცენიდან და მსმენელს ჩაეხუტა.
USHER: RENDEZVOUS IN PARIS Bellamy Brewster
USHER: RENDEZVOUS IN PARIS
Bellamy Brewster

აშერი კონცერტებზე ხშირად სთავაზობს მაყურებელს ალუბალს. ეს უკვე მისი სასცენო შოუების ნაწილად იქცა და ხშირად ვირუსულად ვრცელდება სოციალურ მედიაში. ლონდონში, გასულ კვირას გამართულ კონცერტზე, ეს ტრადიცია მოულოდნელად კომიკურ სიტუაციად იქცა. მომღერალმა სცადა, ალუბალი მიეწოდებინა მსმენელისთვის, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ამ ხილზე ალერგია ჰქონდა. მაყურებელმა თავაზიანად უარი თქვა აშერის შემოთავაზებულ ალუბალზე და აუხსნა, რომ მასზე ალერგია ჰქონდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს მომღერალი, გაერკვეს, მართლა აქვს თუ არა მსმენელს ალერგია. „ალუბალზე ალერგია გაქვს? ვინმეს ეპიპენი ხომ არ აქვს?“ – თქვა აშერმა სცენიდან და მსმენელს ჩაეხუტა.

„ლას ვეგასში სტაფილოთი დავიწყეთ,“ – იხსენებს მომღერალი The Jennifer Hudson Show-ში მონაწილეობის დროს. „მერე ვიფიქრე, მოდი, ყველა ხილი ვცადოთ და ვნახოთ, რომელი ჯობს. ალუბალი მომეწონა – სახალისო აღმოჩნდა.“

ლონდონის კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, აშერის ტრადიციამ კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება – 2025 წლის Met Gala-ზე გადაღებულ ფოტოში ჩანს, როგორ აწვდიდა ის ალუბალს საბრინა კარპენტერს. ამ მომენტს მოგვიანებით სოციალურ ქსელში კარპენტერის მამაც გამოეხმაურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსი 2023 წლის 5 თებერვალი, გრემის 65-ე დაჯილდოება, ლოს ანჯელესი. ფოტო: ნელსონ ბერნარდი /Getty Images for The Recording Academy

ჰარი სტაილსი ვატიკანში, პაპ ლეო XIV-ეს წარდგენაზე იმყოფებოდა

შემდეგი სტატია

კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ თანამდებობა საავტორო უფლებების ოფისის ხელმძღვანელსაც დაატოვებინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი