მერაია ქერიმ ახლახან შეიტყო კეტი პერის რამდენიმე თვის წინანდელი კოსმოსური მოგზაურობის შესახებ

“ეს მართალია?” – იკითხა მერაია ქერიმ ეჭვნარევად მას შემდეგ, რაც Blue Origin-ის მიერ განხორციელებული კოსმოსური ფრენის შესახებ შეიტყო, სადაც ყველა მგზავრი ქალი იყო.
მერაია ქერი 2025 წლის 2 აგვისტო, ბრაიტონი, ინგლისი. ფოტო სამირ ჰუსეინი/WireImage
მერაია ქერი 2025 წლის 2 აგვისტო, ბრაიტონი, ინგლისი. ფოტო სამირ ჰუსეინი/WireImage

7 აგვისტოს მერაია ქერის BBC Radio 2-თან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მომღერალმა პირველად შეიტყო, რომ კეტი პერიმ კომპანია Blue Origin-ის მიერ განხორციელებულ ისტორიულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ექსპედიციაში, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს მიღმა, კოსმოსში მოგზაურობას გულისხმობდა, სხვა ქალ მგზავრებთან ერთად კეტი პერიც ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი აპრილში მოხდა და თითქმის ყველა მედია საშუალებით გავრცელდა, ამის შესახებ მერაია ქერიმ ახლახან შეიტყო.  “კოსმოსში წავიდა? სად წავიდა? შეაღწია ორბიტაზე და უკან დაბრუნდა? ეს მართალია? ნამდვილად შთამბეჭდავია.” – ამბობს მერაია ქერი.

როცა მერაიას ჰკითხეს, სურს თუ არა მასაც ვარსკვლავებისკენ მოგზაურობა, არტისტმა ხუმრობით უპასუხა: “ვფიქრობ, საკმარისი გავაკეთე.” 

კეტი პერის კოსმოსური მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია უამრავმა გამოცემამ გაავრცელა.  არტისტთან ერთად რამდენიმე ქალი მგზავრიც იმყოფებოდა, ვინც დედამიწიდან ჯეფ ბეზოსის კომპანიის კოსმოსური ხომალდით გაფრინდა, ატმოსფეროს საზღვარს მიაღწია და 10 წუთში უკან დაბრუნდა. 

ექსპედიცია  ფართო კრიტიკის საგანიც გახდა, ზოგმა ეს რესურსების ფლანგვად შეაფასა, თუმცა თავად კეტი პერიმ იგი ქალების გამაძლიერებელ ჟესტად აღიქვა და დედამიწაზე დაბრუნებულმა ჟურნალისტებს განუცხადა: “ეს არის მომვალი ქალებისთვის ახალი სივრცის შექმნა, ახალი ადგილის დამკვიდრება,  ეს ყველაფერი კი  დედამიწის საკეთილდღეოდ კეთდება.“

მერაია ქერი კი მყარად დგას მიწაზე და ახალი ალბომის გამოშვებაზეა კონცენტრირებული. პოპვარსკვლავი ალბომის  Here for It All-ის გამოცემას სექტემბერში გეგმავს, რომელშიც შედის სინგლები Type Dangerous და Sugar Sweet.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ედ შირანი, MTV Video Music Awards-ზე , 2017 წლის 27 აგვისტო. ფოტო: ალბერტო ე. როდრიგესი / Getty Images

ვინ შეიძლება გახდეს 2025 წლის MTV VIDEO MUSIC AWARDS-ის დაჯილდოებაზე VIDEO VANGUARD-ის მფლობელი?  ნახეთ რვა საუკეთესო კანდიდატი

შემდეგი სტატია

Tyler, The Creator-მა გაამხილა, თუ რომელი სიმღერა იყო მისი ცხოვრების „საუკეთესო 8 მომენტიდან” ერთ-ერთი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი