Tyler, The Creator-მა გაამხილა, თუ რომელი სიმღერა იყო მისი ცხოვრების „საუკეთესო 8 მომენტიდან” ერთ-ერთი

„მქონდა გრემი, მქონდა სიმდიდრე, ყველაფერი უკვე მქონდა.”
Tyler, The Creator

Tyler, The Creator-ისთვის Clipse-ის Let God Sort Em Out ალბომში მონაწილეობა ცხოვრების მიზნების სიაში ნამდვილად ერთ-ერთი იყო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა Pusha T-მ ის „ნომერ პირველ კლიპსტერად” მოიხსენია. 

P.O.V-ის გამოცემიდან ერთი თვის შემდეგ ტაილერი კვლავ აღტაცებულია იმით, რომ ის Clipse-ის პროექტშია, მით უმეტეს, რომ უკვე ოც წელიწადზე მეტია, რაც ჰიპ-ჰოპ დუეტის ფანია. 

გრემის მფლობელმა რეპერმა Apple Music-თან ახალ ინტერვიუში აღნიშნა, რომ Clipse-თან თანამშრომლობა მისთვის ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო. 

„უბრალოდ აჭერ „ფლეის” და გესმის შენი ხმა Clipse-ის ალბომში. არ მგონია, ხალხი ხვდებოდეს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის. მქონდა გრემი, მქონდა სიმდიდრე, ყველაფერი უკვე მქონდა. თუმცა ეს მოვლენა ალბათ ჩემი ცხოვრების 8 საუკეთესო მომენტში შედის. ასე რომ, მადლობა Pusha, Malice, ფარელ. ყველანი ძალიან მიყვარხართ.”

Hot 97-თან ინტერვიუში ტაილერმა თქვა, რომ სიმღერისთვის მისი სტრიქონი დაახლოებით 79-100-ჯერ ჩაწერა, სანამ სასურველი შედეგი არ მიიღო. რეპერმა ისიც კი აღიარა, რომ ერთ მომენტში ლამის Pusha-ს მისწერა და ყველაფრის გაუქმება სთხოვა. „რამდენჯერმე ძალიან გავნერვიულდი. ვცდილობდი, სწორად მემღერა ჩემს ორ „რაშმორის მთასთან” (Cliple) ერთად, ასევე „რაშმორის მთის” (ფარელი) პროდიუსერობით შექმნილი სიმღერა. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ის არ უნდა გამეფუჭებინა. 

„დიდი ხანი დამჭირდა, რომ ჩამეწერა. უბრალოდ ვცდილობდი, იდეალური ყოფილიყო. Pusha-მ ტრეკი ტურნემდე გამომიგზავნა, სადღაც აპრილისთვის. მე კი უკან მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში დავუბრუნე.” 

P.O.V. 65-ე პოზიციით შევიდა Billboard Hot 100-ში და გზა გაუკვალა Clipse-ის ალბომს Let God Sort Em Out, რომელმაც Billboard 200-ის მე-4 ადგილი დაიკავა.

მოუსმინეთ P.O.V.-ს და ნახეთ ტაილერის ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მერაია ქერი 2025 წლის 2 აგვისტო, ბრაიტონი, ინგლისი. ფოტო სამირ ჰუსეინი/WireImage

მერაია ქერიმ ახლახან შეიტყო კეტი პერის რამდენიმე თვის წინანდელი კოსმოსური მოგზაურობის შესახებ

შემდეგი სტატია

Pusha T-ის თქმით, კანიე უესტთან თანამშრომლობას აღარ აპირებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი