Rosalía მომავალი წლისთვის მუსიკალურ კარიერაში ყველაზე მასშტაბური ტურნესთვის ემზადება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 2026 წლის 4 დეკემბერს გლობალური ტურნე, სახელწოდებით – Lux Tour დააანონსა. არტისტის მეოთხე სტუდიური ალბომის, Lux-ის მხარდამჭერი ტურნე 17 ქვეყანას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც 42 შოუ გაიმართება.
Live Nation-ის მიერ ორგანიზებული ტურნე 16 მარტს საფრანგეთში, ლიონში, LDLC Arena-ზე დაიწყება, რასაც მოჰყვება კონცერტები პარიზში, ციურიხში, მილანში, ოთხი შოუ მადრიდში, ორი კონცერტი ლისაბონში, ოთხი საღამო ბარსელონაში, ასევე შოუები ამსტერდამში, ანტვერპენში, კელნში და ბერლინში.
შემდეგ ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში გადაინაცვლებს და მოიცავს კონცერტებს მაიამიში, ორლანდოში, ბოსტონში, ტორონტოში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ჰიუსტონში, ლას-ვეგასში, ლოს-ანჯელესში, სან-დიეგოში და ოკლენდში.
ტურნეს აგვისტოს ბოლო ეტაპი სამხრეთ ამერიკას მოიცავს კონცერტებით: კოლუმბიაში, ჩილეში, არგენტინაში, ბრაზილიასა და მექსიკაში, ხოლო ტური 3 სექტემბერს პუერტო რიკოს კოლიზეუმში, სან ხუანში დასრულდება.
ბილეთების გაყიდვა 11 დეკემბერს დაიწყება.
ნახეთ Rosalía-ს ტურნეს Lux Tour 2026-ის თარიღები:
მარტი
16 – ლიონი, საფრანგეთი – LDLC Arena
18 – პარიზი, საფრანგეთი – Accor Arena
20 – პარიზი, საფრანგეთი – Accor Arena
22 – ციურიხი, შვეიცარია – Hallenstadion
25 – მილანი, იტალია – Unipol Forum
30 – მადრიდი, ესპანეთი – Movistar Arena
აპრილი
1 – მადრიდი, ესპანეთი – Movistar Arena
3 – მადრიდი, ესპანეთი – Movistar Arena
4 – მადრიდი, ესპანეთი – Movistar Arena
8 – ლისაბონი, პორტუგალია – MEO Arena
9 – ლისაბონი, პორტუგალია – MEO Arena
13 – ბარსელონა, ესპანეთი – Palau Sant Jordi
15 – ბარსელონა, ესპანეთი – Palau Sant Jordi
17 – ბარსელონა, ესპანეთი – Palau Sant Jordi
18 – ბარსელონა, ესპანეთი – Palu Sant Jordi
22 – ამსტერდამი, ნიდერლანდები – Ziggo Dome
27 – ანტვერპენი, ბელგია – AFAS Dome
29 – კელნი, გერმანია – Lanxess Arena
მაისი
1 – ბერლინი, გერმანია – Uber Arena
5 – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – The O2
ივნისი
4 – მაიამი, ფლორიდა – Kaseya Center
8 – ორლანდო, ფლორიდა – Kia Center
11 – ბოსტონი, მასაჩუსეტსი – TD Garden
13 – ტორონტო, ონტარიო – Scotiabank Arena
16 – ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი – Madison Square Garden
20 – ჩიკაგო, ილინოისი – United Center
23 – ჰიუსტონი, ტეხასი – Toyota Center
27 – ლას-ვეგასი, ნევადა – T-Mobile Arena
29 – ლოს-ანჯელესი, კალიფორნია – Kia Forum
ივლისი
3 – სან დიეგო, კალიფორნია – Pechanga Arena
6 – ოუკლენდი, კალიფორნია – Oakland Arena
16 – ბოგოტა, კოლუმბია – Movistar Arena
24 – სანტიაგო, ჩილე – Movistar Arena
25 – სანტიაგო, ჩილე – Movistar Arena
აგვისტო
1 – ბუენოს აირესი, არგენტინა – Movistar Arena
2 – ბუენოს აირესი, არგენტინა – Movistar Arena
10 – რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია – Farmasi Arena
15 – გუადალახარა, მექსიკა – Arena VFG
19 – მონტერეი, მექსიკა – Arena Monterrey
24 – მეხიკო, მექსიკა – Palacio de los Deportes
26 – მეხიკო, მექსიკა – Palacio de los Deportes
სექტემბერი
3 – სან ხუანი, პუერტო რიკო – Coliseo de Puerto Rico