მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, რომ ტეილორ სვიფტი „აღარ არის პოპულარული“, მომღერალი თეთრი სახლის პრესმდივნის Spotify Wrapped-ის ხუთეულში მოხვდა

2025 წლის მონაცემებით ტეილორ სვიფტი Spotify-ზე ყველაზე პოპულარული არტისტია შეერთებულ შტატებში, ასევე მსოფლიოში მეორე ყველაზე ხშირად მოსმენილი შემსრულებელი Bad Bunny-ს შემდეგ.
ტეილორ სვიფტი
Gareth Cattermole/TAS24/Getty Images

3 დეკემბერს Spotify-მ თავისი ყოველწლიური ე.წ. Wrapped ფუნქცია გაააქტიურა, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მათ მიერ ყველაზე ხშირად მოსმენილი არტისტების რეიტინგი იხილონ. თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა  ინსტაგრამის სთორიზე 2025 წლის მისი ტოპ ხუთი შემსრულებელი გააზიარა. პირველი ოთხეული შედგებოდა მორგან უოლენის, ფორესტ ფრანკის, ბრენდონ ლეიკისა და ენ უილსონისგან. მე-5 ადგილზე ლიბერალი პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ლივიტი სვიფტის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მსმენელია, ის წელს ერთადერთი არ ყოფილა. 2025 წლის მონაცემებით, ტეილორ სვიფტი Spotify-ზე ყველაზე პოპულარული არტისტია შეერთებულ შტატებში, ასევე მსოფლიოში მეორე ყველაზე ხშირად მოსმენილი შემსრულებელი Bad Bunny-ს შემდეგ.

ეს სტატისტიკა აშკარად ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ წლის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებას, რომ სვიფტი აღარ არის ისეთი პოპულარული, როგორც ადრე. „ვინმემ შენიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მე ვთქვი, რომ მძულს ტეილორ სვიფტი, ის აღარ არის პოპულარული?“ – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე 2025 წლის მაისში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა, რომ სვიფტის მიერ დემოკრატი პოლიტიკოსების მხარდაჭერა და მისი დაპირისპირება ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, რესპუბლიკელ ფანებს აიძულებდა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ მისი მუსიკისთვის. მას შემდეგ, რაც მომღერალმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა კამალა ჰარისს, ტრამპმა განაცხადა: „მე არ ვიყავი ტეილორ სვიფტის ფანი. ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო… ის ძალიან ლიბერალი ადამიანია და როგორც ჩანს, ყოველთვის დემოკრატს უჭერს მხარს. ალბათ მას ამის ფასის გადახდა მოუწევს ბაზარზე.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Rosalía 2025 წლის 16 ნოემბერი, ჯიმი ფელონის შოუში Todd Owyoung/NBC

Rosalía 2026 წლის გლობალური Lux Tour-ის თარიღებს აანონსებს

შემდეგი სტატია

Little Wait – გიორგი ერგემლიძის ახალი სიმღერა და EP

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი