ჯასტინ ბიბერი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა – მომღერალმა Coachella-ზე მსმენელს დასამახსოვრებელი მუსიკალური შოუ შესთავაზა

პოპვარსკვლავმა შაბათს გამართულ სეტზე უდიდესი ჰიტები YouTube-ის ვიდეოების ფონზე შეასრულა და განვლილი გზა გაიხსენა.
ჯასტინ ბიბერი
KEVIN MAZUR / GETTY IMAGES / COACHELLA

წლების განმავლობაში ჯასტინ ბიბერი ფესტივალის ხშირი სტუმარი იყო, როგორც მსმენელის, ისე სტუმარი შემსრულებლის ამპლუაში. 2024 წელს ის Tems-თან და Wizkid-თან ერთად სიმღერა Essence-ის შესასრულებლად გამოჩნდა, ხოლო 2019 წელს არიანა გრანდეს სეტს შეუერთდა, რათა Sorry ემღერა და ახალი მუსიკა დაეანონსებინა. თუმცა ამჯერად ბიბერი სცენაზე მხოლოდ საკუთარი მუსიკალური შოუს ფარგლებში გამოვიდა. ის ამ

ფორმატში სცენაზე 4-წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ დადგა. 

შაბათის მთავარ გამოსვლამდე პოპვარსკვლავმა დასავლეთ ჰოლივუდის ცნობილ კლუბებში, The Roxy-სა და Troubadour-ში ორი მუსიკალური საღამო გამართა. ორივე სეტი ექსკლუზიურად SWAG და SWAG II ალბომების სიმღერებისგან შედგებოდა, 

უდაბნოს სცენა 500-კაციანი დარბაზებისგან რადიკალურად განსხვავდება, თუმცა მომღერალმა უცხო ადამიანებით სავსე ველი ახლო მეგობრების წრედ აქცია. სცენის დიზაინი მინიმალისტური იყო და მხოლოდ ერთ მოძრავ კონსტრუქციას მოიცავდა, მისი ერთადერთი რეკვიზიტი ლეპტოპი იყო.

ბიბერის გამოსვლა სიმღერით All I Can Take დაიწყო, რომელიც ალბომ SWAG-ის გამხსნელი სიმღერაა. ამით მომღერალმა ფანებს შეახსენა, რომ ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო. ეს გზა კი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.

ჯასტინ ბიბერი ამ სირთულეებს ახალ ალბომებში ღიად აღწერს, თუმცა სიმღერების ცოცხლად მოსმენამ მთავარი სათქმელი კიდევ უფრო გამოკვეთა. ეს ყველაფერი მისი თითქმის ოცწლიანი ძიების, რწმენისა და საზოგადოების თვალწინ ჩამოყალიბების ისტორიას გადმოსცემს. კონცერტის პირველი 50 წუთი მან მთლიანად ახალ მასალას დაუთმო, თუ არ ჩავთვლით Stay-ს, რომლის შესრულების დროსაც სცენაზე მოულოდნელად The Kid Laroi გამოჩნდა. გამორჩეული იყო სიმღერები Speed Demon, Go Baby და Walking Away, რომლებიც მის მეუღლეს, ჰეილი ბიბერს ეძღვნება.

ამის შემდეგ აკუსტიკური ნაწილი დაიწყო, სადაც მომღერალმა სცენაზე კარტერ ლენგი და დილან უიგინსი მოიხმო. ტრიომ შეასრულა Glory Voice Memo, Zuma House და ემოციური Everything Hallelujah. სიმღერის დროს ის მეუღლესა და შვილს ახსენებდა, 

აკუსტიკური ნაწილის დასრულების შემდეგ მომღერალი ლეპტოპთან დაჯდა და YouTube-ის ძველი ვიდეოების ჩვენება დაიწყო. მან საკუთარი არქივიდან ისეთი ჰიტები გაიხსენა, როგორებიცაა Baby, That Should Be Me და Never Say Never. ბოლოს კი ის ცნობილი ვიდეო ჩართო, რომლითაც მისი კარიერა დაიწყო – With You-ს ქავერი.

ეს იყო ორიგინალური გზა წარსულის გასახსენებლად, რითაც მან პატივი მიაგო იმ პატარა ბიჭს, რომელიც ოდესღაც იყო. ამავდროულად, ეს იყო საუკეთესო ხერხი იმ 12 სიმღერის გასაჟღერებლად, რომლებიც ახალ პროგრამაში სხვაგვარად, შესაძლოა, უადგილოდ გამოჩენილიყო. ფინალურ ნაწილში ბიბერმა შეასრულა Yukon, Devotion, I Think You’re Special და Essence. პოპვარსკვლავმა შოუ დახურა უახლესი ჰიტით – Daisies, რომლის შესრულების დროსაც გიტარაზე Mk.gee უკრავდა.

ფანებისთვის ეს გამოსვლა მისი კარიერის გახსენება იყო, თუმცა თავად ჯასტინ ბიბერისთვის ეს უფრო მოპოვებული სიმშვიდის აღნიშვნას ჰგავდა. მან მკაფიოდ აჩვენა, რომ საკუთარი სიმშვიდე, ოჯახი და შემოქმედება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიკი მარტინი საქართველოში კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი