კანიე უესტის კონცერტის Pre Sale-ის ბილეთები რამდენიმე საათში სრულად ამოიწურა

ბილეთების სტანდარტული გაყიდვები 12 მაისს, 12:00 საათიდან tkt.ge-ზე დაიწყება.
კანიე უესტი (YE) / Starring Georgia
TAYLOR HILL/GETTY IMAGES / Starring Georgia IG

12 ივნისს კანიე უესტი (Ye) საქართველოს ეწვევა.  მუსიკალური შოუ თბილისში, „დინამო არენაზე“, პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების წინასწარი გაყიდვა 11 მაისს დაიწყო. ინტერესი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ე.წ. Pre Sale-ისთვის გამოყოფილი ბილეთები სულ რაღაც 5 საათსა და 30 წუთში სრულად ამოიწურა.

მათთვის, ვინც წინასწარი გაყიდვებით სარგებლობა ვერ მოასწრო, სტანდარტული გაყიდვები 12 მაისს, 12:00 საათიდან tkt.ge-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პრესეილის ფარგლებში ბილეთები მხოლოდ „თიბისი ბანკის“ ბარათით იყო ხელმისაწვდომი, 12 მაისიდან კი მათი შეძენა ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს შეეძლება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tsneva – ახალი აუდიო-ვიზუალური პლატფორმა, რომელიც მუსიკას და ურბანულ გარემოს აერთიანებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი