ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
Oliver Tree – All You Ever Wanted
Oliver Tree /YouTube

ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი Oliver Tree გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, არტისტი ბრაზილიაში, ვერტმფრენის ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ის იმ ექვს გარდაცვლილს შორისაა, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რეკრეიო დოს ბანდეირანტესში (Recreio dos Bandeirantes), ორი ვერტმფრენის შეჯახებას ემსხვერპლნენ. ავიაკატასტროფა 14 ივნისს მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია რიო-დე-ჟანეიროს სამოქალაქო პოლიციამ უკვე დაადასტურა.

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული. 2024 წელს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, Oliver Tree-მ თბილისში კონცერტიც გამართა. ეს საქართველოში მისი პირველი შოუ იყო.

Oliver Tree კალიფორნიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, რეპერი და რეჟისორია. არტისტმა 2017 წელს, სიმღერა When I’m Down-ის პოპულარობის შემდეგ, კონტრაქტი გააფორმა Atlantic Records-თან, 2020 წლის 17 ივლისს კი სადებიუტო სტუდიური ალბომი Ugly Is Beautiful გამოუშვა. Oliver Tree-მ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ჰიტებით: Life Goes On (2021) და Miss You (2022). 2022 წლის 18 თებერვალს მან მეორე სტუდიური ალბომი Cowboy Tears წარადგინა, ხოლო 2023 წლის 29 სექტემბერს არტისტის მესამე სტუდიური ნამუშევარი – Alone in a Crowd გამოიცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

შემდეგი სტატია

მადონას ახალი სიმღერის პრემიერა მარტინ გარიქსის კონცერტზე შედგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი