ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესს მადლობას უხდის

„შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ” – უთხრა აფლეკმა მეუღლეს ფილმის პრემიერაზე.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი Air-ის პრემიერაზე
Jon Kopaloff/GI

ბენ აფლეკის ახალი ფილმის Air-ის პრემიერაზე მსახიობმა მეუღლე, ჯენიფერ ლოპესი კომპლიმენტებით აავსო.

მისი სარეჟისორო ნამუშევრის წარდგენისას, რომელიც „ნაიკისა” და ლეგენდარული კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის ცნობილ პარტნიორობის ამბავზეა, აფლეკმა მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვან ადამიანებს, რომლებმაც ფილმის შექმნაში წვლილი შეიტანეს. ერთ-ერთი ასეთი კი, მსახიობის თქმით, მისი მეუღლეა. 

„მინდა ვთქვა, რომ არაფერი იქნებოდა შესაძლებელი – არც ეს კომპანია, არც ფილმი, არც დღევანდელი ზეიმი – ჩემი მეუღლის სიყვარულისა და მხარდაჭერის გარეშე,” – აღნიშნა აფლეკმა, რომელიც თავადვე თამაშობს ფილმში „ნაიკის” დამფუძნებლის ფილ ნაიტის როლს. „მინდა, მადლობა გადაგიხადო. ჩემთვის მთელი სამყარო ხარ – საოცარი და მშვენიერი, კარგი, კეთილი. ძალიან მიყვარხარ.”

ჯენიფერ ლოპესმა ინსტაგრამზე პრემიერიდან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბენ აფლეკთან ერთად წითელ ხალიჩაზე პოზირებს. ვიდეოში ჩანს აფლეკის პარტნიორი და დიდი ხნის მეგობარი მეტ დეიმონიც.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯონ ლეჯენდი მისი სიმღერის ფონზე ჰარი სტაილსისა და ემილი რატაკოვსკის კოცნის ვიდეოზე ხუმრობს: „მიხარია, თუ დავეხმარე”

შემდეგი სტატია

ლენი კრავიცმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ტეილორ სვიფტი მის გარდერობს ესტუმრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი